ეკონომიკა: 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოს სახელმწიფო ვალი 245.4 მლნ დოლარით გაიზარდა | Business & Economics | ||
2011 წლის 30 ივნისისთვის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალისა და სახელმწიფო გარანტიების ქვეშ აღებული კრედიტების მოცულობამ 4 მლრდ 182 მლნ 276 ათასი დოლარი შეადგინა. 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოს სახელმწიფო ვალი 245.4 მლნ დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი ქვეყანა ჰყავს, რომელთა მიხედვით საერთო ვალი 610 მლნ 568 ათას დოლარს შეადგენს. კრედიტორი ქვეყნების რიცხვში შედიან: ავსტრია (260 ათასი დოლარი), აზერბაიჯანი (13 მლნ 898 ათასი), თურქმენეთი (211 ათასი), თურქეთი (26 მლნ 565 ათასი), ირანი (10 მლნ 854 ათასი), რუსეთი (114 მლნ 252 ათასი), სომხეთი (16 მლნ 488 ათასი), უზბეკეთი (340 ათასი), უკრაინა (311 ათასი), ყაზახეთი (27 მლნ 774 ათასი), ჩინეთი (4 მლნ 642 ათასი), გერმანია (256 მლნ 999 ათასი), იაპონია (62 მლნ 262 ათასი), ქუვეითი (25 მლნ 959 ათასი), ნიდერლანდები (7 მლნ 502 ათასი), აშშ (35 მლნ 264 ათასი), საფრანგეთი (6 მლნ 749 ათასი). სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები - ევრობონდები - 564.75 მლნ დოლარი. სახელმწიფოების გარდა საქართველოს კრედიტორებს წარმოადგენენ საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელთა მიმართ დავალიანება მთლიანად 3 მლრდ 003 მლნ 568 ათას დოლარს შეადგენს. კერძოდ: მსოფლიო ბანკი - 1 მლრდ 229 მლნ 486 ათასი დოლარი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი - 207 მლნ 647 ათასი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 1 მლრდ 077 მლნ 023 ათასი, ევროკავშირი - 19 მლნ 486 ათასი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 56 მლნ 546 ათასი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - 24 მლნ 704 ათასი, აზიის განვითარების ბანკი - 339 მლნ 661 ათასი, ევროპის საინვესტიციო ბანკი - 49 მლნ 016 ათასი. ეს მონაცემები ვალის მომსახურების სახსრებს არ მოიცავს. საგარეო ვალის თანხები 2011 წლის 30 ივნისისთვის არსებული გაცვლითი სავალუტო კურსების გათვალისწინებით არის მითითებული. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2889.html
| |||
Posted by Drakula | 20 Jul 2011, 12:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.