პოლიტიკა: სსს: აფხაზეთში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები არალეგალური იქნება | Georgian News | ||
აფხაზეთში დაგეგმილი ნაადრევი საპრეზიდენტო არჩევნები "ოკუპაციის პირობებში, ოკუპანტების რეჟიმის ზედამხვედველობის ქვეშ მიმდინარეობს"- 18 ივლისს განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. როდესაც მას ორშაბათის ტრადიცულ ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რას შეცვლის თბილისისა და სოხუმის ურთიერთობებში 26 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნები და მისი შედეგები, კალანდაძემ უპასუხა: "ჩვენ არ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, რომ ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლება იარსებობს რაიმე სახის შედეგმა, ჩვენ ამ არჩევნებს საერთოდ არ მივიჩნევთ ლეგალურად." "ეს არჩევენბი არალეგალურია, მისი ნებისმიერი შედეგი არაელგალური იქნება"-განაცხადა მან. "ეს არჩევნები ოკუპაციის პირობებში, ოკუპანტების რეჟიმის ზედამხედველობის ქვეშ ტარდება და აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ არჩევენებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ. შესაბამისად, ყველა კომპონენტი, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ლეგიტიმურ არჩევნებთან., ამ შემთხვევაში დარღვეულია." აფზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სამი კანდიდანტი-მარიონეტული რეჟიმის ლიდერი მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ანკვაბი, სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელი სერგეი შამბა და მუდმივი ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2886.html
| |||
Posted by consul | 19 Jul 2011, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.