aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში მოგების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადია. მოგების გადასახადის რეიტინგში, რომელიც ეკონომიკური ანალიზის ცენტრ „РИА аналитика“-მა შექმნა, სულ 37 ქვეყანა შევიდა, რომელთაგან საქართველო 31-ე ადგილზეა 15%-იანი მოგების გადასახადით. რაც შეეხება რეგიონის სხვა სახელმწიფოებს, აზერბაიჯანი და სომხეთი 20%-იანი მოგების გადასახადებით 21-ე და 22-ე ადგილებზე არიან.



გამოკვლევის ავტორთა განცხადების თანახმად, ყველაზე მაღალი მოგების გადასახადი იმ ქვეყნებშია, სადაც ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალი დონეა და ბიზნესი მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ატარებს. რეიტინგის ბოლოში კი მოხვდნენ ქვეყნები განვითარებადი ეკონომიკით, სადაც ბიზნესის განვითარებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საგადასახადო სტიმულირება. ასევე ის ქვეყნები, სადაც საგადასახადო ზრდას შეუძლია ეკონომიკა და ბიზნესი „ჩრდილოვანად“ გარდაქმნას.


მოცემული რეიტინგის მიხედვით, უდიდესი მოგების გადასახადი მალტაშია - 35%, მეორე ადგილზეა საფრანგეთი 34.4%-ით, მესამე ადგილზე კი - ბელგია 34%-ით.


ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი მოლდოვაშია და პრაქტიკულად 0%-ს შეადგენს. თუმცა, ექსპერტთა მტკიცებით, ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმატებული განვითარება დღემდე არ ფიქსირდება. რეიტინგის ბოლო ადგილებზე მრავალი ბიზნესმენისათვის საყვარელი კვიპროსი და ბულგარეთი მოხვდნენ 10%-იანი მაჩვენებლით.


გამოკვლევის ავტორთა განცხადებით, მოცემული რეიტინგი ადასტურებს, რომ მოგების გადასახადი ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების შემაჩერებელ გარემოებას არ წარმოადგენს, რამდენადაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში იგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფოებში უფრო სუსტი ეკონომიკით.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2881.html
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:38 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში მოგების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian