aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ექსპერტები ევროს არსებით გაიაფებას პროგნოზირებენ Business & Economics  Business & Economics 
ესპანეთისა და იტალიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპული სავალო კრიზისის გაღრმავება და გადაიზარდოს მოვლენად, რომელსაც „უდიდესი სისტემური მნიშვნელოვნობა ექნება“, რაც ნეგატიურად აისახება ევროზე. ამაში დარწმუნებულები არიან Royal Bank of Scotland Group Plc (RBS)-ის ანალიტიკოსები.



„რეგულატორები საერთოდ ვერ მისდევენ მოვლენათა სვლას და, საეჭვოა, ესპანეთისა ან იტალიის მხარდასაჭერად რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთონ“, - აციტირებს სააგენტო Bloomberg RBS-ის ობლიგაციათა ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის ხარვინდერ შანის მოხსენებას. - ამჟამად შექმნილია პირობები, რომლებსაც შეუძლია ევროს კლინიკური სიკვდილი გამოიწვიოს, რამაც ხელისუფლებებს მეტად გადამწყვეტი ქმედებებისადმი უნდა უბიძგოს“.


შანის აზრით, უახლოეს მომავალში ინვესტორებმა თავიდან უნდა აიცილონ ინვესტიციები ევროზონის ე. წ. პერიფერიული ქვეყნების, იდეალში კი - ამ ჯგუფის ყველა სახელმწიფოს ობლიგაციებში, გარდა გერმანიისა.


ესპანური და ბერძნული სახელმწიფო ქაღალდების შემოსავლიანობა ორშაბათს, 18 ივლისს, ევროს არსებობის მთელი დროის მანძილზე მაქსიმუმამდე გაიზარდა. ესპანეთის 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა 25 საბაზისო პუნქტით, წლიურ 6.32%-მდე გაიზარდა, საბერძნეთის 2 წლიანი ბონდებისა კი - 291 საბაზისო პუნქტით, 36%-მდე.


სამშაბათს ვაჭრობების მსვლელობაში საბერძნეთის 10 წლიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 18.3%-ის ფარგლებში მერყეობს, ირლანდიისა - 14.1%-ის ფარგლებში, პორტუგალიისა - 12.7%-ის ფარგლებში, ესპანეთისა - 6.3%-ის ფარგლებში, გადმოსცემს „ინტერფაქსი“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2880.html
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:37 | News »
 

"ეკონომიკა: ექსპერტები ევროს არსებით გაიაფებას პროგნოზირებენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian