ეს საინტერესოა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ექიმის არჩევისას? | World News | ||
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ექიმებს ხანგრძლივად მომუშავეებზე უფრო იშვიათად უკვდებათ მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები. ამის შესახებ იტყობინება MSNBC. მკვლევარებმა ნიუ-იორკის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრიდან (ალბერტ აინშტეინის მედიცინის კოლეჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან) გააანალიზეს 2002-2004 წლებში ჰოსპიტალიზებული 6.5 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები. ამ პაციენტების მკურნალობით დაკავებული იყო 59 ექიმი. მკვლევარებმა აღნიშნული სპეციალისტები საექიმო პრაქტიკის ხანგრძლივობის მიხედვით დაყვეს: ხუთი წელი და ნაკლები, 6-დან 10 წლამდე, 11-დან 20 წლამდე და 20 წელზე მეტი. ანალიზისას გაითვალისწინებოდა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ექიმი პაციენტს პირველად ხედავდა. გაირკვა, რომ ყველაზე გამოცდილი ექიმების პაციენტები საავადმყოფოში საერთო ჯამში 70 პროცენტით უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მკურნალობდა ექიმი 5 წლამდე მუშაობის სტაჟით. შემოსვლიდან 30 დღის პერიოდში ამ სხვაობამ 50 პროცენტი შეადგინა. ავადმყოფთა მდგომარეობაზე შესწორების შემოღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებს უფრო იშვიათად უკვდებათ მხოლოდ მძიმე მდგომარეობაშ მყოფი პაციენტები. უფრო მსუბუქი დაავადებების მქონე ავადმყოფების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ექიმს შორის დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ავადმყოფთა დიდი ნაკადის დროს 5 წელზე ნაკლები სტაჟის მქონე ექიმები მათ სტაციონარში ტოვებენ საშუალოდ ნახევარი დღით უფრო ნაკლები დროით, ვიდრე 20 წელზე მეტხანს მომუშავეები. პაციენტთა შედარებით დაბალი რიცხვის დროს ჰოსპიტალიზაციის ვადები არ განსხვავდებოდა. როგორც აღნიშნეს მკვლევარებმა უილიამ საუზერნის ხელმძღვანელობით, მუშაობის ხანგრძლივი სტაჟის მქონე ექიმთა უმრავლესობა კვალიფიკაციის დადასტურებისაგან განთავისუფლებულები არიან. გამოკვლევის შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა რეკომენდაცია მისცეს დაავალდებულონ უფროს და ახალგაზრდა სპეციალისტებს, პერიოდულად გაიარონ სასერტიფიკაციო ტესტები. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2878.html
| |||
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.