კრიმინალი: სასამართლომ „ერთ-ერთი ყველაზე ძებნადი ნაცისტური დამნაშავე“ გაამართლა | World News | ||
ბუდაპეშტის სასამართლომ ყოფილი უნგრელი ჟანდარმი შანდორ კეპირო აღიარა უდანაშაულოდ 1942 წელს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. ამის შესახებ იტყობინება BBC News. 97 წლის კეპიროს ბრალი ედებოდა სერბეთში 30-ზე მეტი ებრაელისა და სერბის მკვლელობის თანამონაწილეობაში. სულ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნოვი-სადში სადამსჯელო ოპერაციის მსვლელობაში, რომელიც 1942 წლის იანვარში განხორციელდა, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა. ბრალდება კეპიროს პატიმრობას მოითხოვდა (ვადა მითითებული არ ყოფილა), ასევე 4.5 მლნ ფორინტის (23300 დოლარის) ოდენობის სასამართლო დანახარჯების გადახდას. ბრალდებული თავის დანაშაულს არ აღიარებდა. მისი თქმით, იგი მონაწილეობდა მხოლოდ ებრაელთა ალყაში, მაგრამ არა მათ მოკვლაში. კეპირო ყველაზე ძებნადი ნაცისტური დამნაშავეების ჩამონათვალში მესამე ადგილას იმყოფებოდა, რომელიც 2008 წლის აპრილში სიმონ ვეზინტალის ამერიკულმა სამართალდაცავმა ორგანიზაციამ (SWC) შეადგინა. როგორც The New York Times-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, 1944 წელს უნგრულმა სასამართლომ კეპირო მკვლელობების თანამონაწილედ აღიარა და ათი წლის პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, განაჩენის გამოტანიდან მალევე იგი გაათავისუფლეს, რამდენადაც იმ პერიოდში უნგრეთი ჯერ კიდევ ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო. 1946 წელს კეპირო დამნაშავედ აღიარა კომუნისტური უნგრეთის სასამართლომაც, მაგრამ იმ დროისთვის იგი უკვე არგენტინაში იმყოფებოდა. უნგრეთში კეპირო 1996 წელს დაბრუნდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2877.html
| |||
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.