ეს საინტერესოა: შედგენილია კინო-ბოროტმოქმედთა ჰიტ-აღლუმი | World News | ||
„ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი დარტ ვეიდერი სათავეში ჩაუდგა კინოფილმების ყველაზე საზიზღარ ბოროტმოქმედთა სიას, რომელიც გამოცემა Entertainment Weekly-მა შეადგინა. „ვეიდერი კლასიკური ბოროტმოქმედია: შთამბეჭდავი სიმაღლის, შიშის მომგვრელი ხმით (რისთვისაც უნდა ვუმადლოდეთ ჯეიმს ერლ ჯონსს). იგი შესანიშნავად ხმარობს სინათლის ხმალს, აცვია შავი მოსასხამი და თან დამორჩილებული ჰყავს უამრავი გალაქტიკა. თუმცა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ ძალა მაინც მასთან რჩება, ამასთან დიდი რაოდენობით“, - ხსნიან საკუთარ თვალსაზრისს ჰიტ-აღლუმის შემდგენლები. მეორე სტრიქონზე ერთდროულად აღმოჩნდა ორი მანიაკი ფილმიდან „კრავთა დუმილი“ - ჰანიბალ ლექტერი და ჯეიმ გამბი (ასევე ცნობილი როგორც ბუფალო ბილი). მესამე სტრიქონი უკავია ოფიცერს ამონ გეტს „შინდლერის სიიდან“. ჩამონათვალის პირველი ათეული სრულად ასე გამოიყურება: დარტ ვეიდერი („ვარსკვლავური ომები“); ჰანიბალ ლექტერი და ჯეიმ გამბი („კრავთა დუმილი“); ამონ გეტი („შინდლერის სია“); ნორმან ბეითსი („ფსიქო“); „ტყავის სახე“ („ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით“); კაიზერ სოზე („საეჭვო პირები“); ფრედი კრიუგერი („საშინელება ვიაზოვის ქუჩაზე“); ვოლან-დე-მორტი („ჰარი პოტერი“); ჰან ნუნიენ სინგხი („ვარსკვლავური გზა 2: ჰანის მრისხანება“); გორლუმი („ბეჭდების მბრძანებელი“). ამას გარდა, ბოროტმოქმედთა სიაში შევიდა ოთხი მულტიპლიკაციური პერსონაჟი, ყველა დისნეის სტუდიის სურათებიდან: კრუელა დე ვილი „101 დალმატინელიდან“ (მე-19 სტრიქონი), ლომი სახელად ნაიარევი „მეფე ლომიდან“ (24-ე სტრიქონი), ჯადოქარი მალეფისენტი „მძინარე მზეთუნახავიდან“ (29-ე სტრიქონი“) და ვეფხვი შერხანი „მაუგლიდან“ (მე-40 სტრიქონი). Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2876.html
| |||
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.