კრიმინალი: მილიარდერი ნანიკაშვილი შეიძლება საერთაშორისო თაღლითად აღიარონ | Georgian News | ||
თავისი პარტნიორის შემდეგ საბირჟო მაქინაციების თანამონაწილეობის ეჭვით გუშინ, 18 ივლისს, დაკითხეს მილიარდერი აბრაამ ნანიკაშვილი. ჯერ უცნობია, იყო თუ არა იგი ჩარეული იმ კომპანიის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული აფერაში, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს წარმოადგენს „ტრანსნავთობის“ ექს-პრეზიდენტი, იტყობინება IzRus. როგორც ეკონომიკური გამოცემა Calcalistიტყობინება, 19 ივლისს აბრაამ ნანიკაშვილი ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო სააგენტოს გამომძიებლებმა დაკითხეს. ნანიკაშვილი ეჭვმიტანილია საბირჟო მაქინაციების თანამონაწილეობაში. დაკითხვა ჩატარდა ეჭვების გამოძიების ფარგლებში იმაზე, რომ Israel's Financial Levers LTD-მა („მანოფიმ ფინანსიმ ლე-ისრაელმა“), რომლის თანამფლობელიცაა ნანიკაშვილი (21.30%), თაღლითური გზით მოიპოვა ადგილი ისრაელის ბირჟის პრესტიჟულ ინდექსში „თელ-ავივი-100“. გამოცემა Calcalistაღნიშნავს, რომ ჯერ უცნობია, იყო თუ არა ნანიკაშვილი ჩარეული ამ აფერაში, ვინაიდან იგი არ მონაწილეობს Israel's Financial Levers-ის მიმდინარე საქმიანობის მართვაში. 2010 წლის ნოემბერში თბილისში აბრაამ ნანიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ეძახიან პუტინის პროტეჟეს, წაყენებული იქნა ბრალდებითი დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო მმართველობიდან შემოსული საჩივრის საფუძველზე. ხელისუფლებებმა ებრაელი მილიარდერი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან უძრავი ქონების გაყიდვის გადასახადი არ გადაიხადა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2873.html
| |||
Posted by Drakula | 19 Jul 2011, 19:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.