aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კრიმინალი: ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე 2002 წელს ცხინვალში დაიქირავეს Georgian News  Georgian News 
საქართველოს პროკურატურამ დღეს, 18 ივლისს, გაავრცელა საქართველოს სსს-ის ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება. ფოტოგრაფმა მოყვა, თუ როგორ დაიქირავეს იგი და როგორ მუშაობდა რუსულ სპეცსამსახურებზე 2002 წლიდან.



აბდალაძის თქმით, 2002 წელს იგი გამოცემა „კვირის პალიტრის“ ფოტორეპორტიორად მუშაობდა და ხშირად მგზავრობდა მივლინებებში. ერთ-ერთი ასეთი მივლინება იყო ერგნეთის ბაზარში, სადაც მას კოტრაბანდის შესახებ რეპორტაჟი უნდა გაკეთებინა. იგი მძღოლთან ერთად იყო. ერგნეთის ზონაში შესვლისას ისინი ცხინვალის სპეცსამსახურებმა დააკავეს და ცხინვალის სუკ-ში გადაიყვანეს. აბდალაძის თქმით, მათ 3-4 ადამიანი სცემდა, ზოგჯერ კი მეტიც. გაჩხრეკისას მას საპრეზიდენტო პრეს-სამსახურის აკრედიტაცია და ჩართული დიქტოფონი აღმოუჩინეს, რომელზედაც იგი იწერდა მთელ პროცესს დაკავების მომენტიდან. აბდალაძის თქმით, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააბრაზა ისინი და მათ დაკავებულთა უფრო ძლიერი ცემა დაიწყეს. ეს დაახლოებით 1.5 დღე გრძელდებოდა, რის შემდეგაც მას მოუტანეს დოკუმენტი, რომელიც აბდალაძეს უნდა მოეწერა. ფოტოგრაფს უთხრეს, რომ ეს დაკითხვის აქტი იყო, რომელშიც იგი შპიონაჟსა და დივერსიული აქტების განხორციელების განზრახვებს აღიარებდა. აბდალაძის თქმით, მან უარი თქვა, რის მერეც მათ კვლავ მისი ცემა დაიწყეს. შემდეგ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, ამის მერე კი მის მიმართ ძალადობა შეწყდა.


აბდალაძე ყვება, რომ იგი შემდეგ ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. გამთენიისას სხვა შენობაში წაიყვანეს, შეიყვანეს ოთახში, სადაც ორი რუსი სამხედრო პირი იჯდა. ისინი მას კულტურულად ექცეოდნენ.


რუსმა სამხედროებმა აბდალაძეს განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულია მძიმე ბრალდება, რაც 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგ მაგიდაზე დაუდეს მისი ძმებისა და დედის ფოტოსურათები და განაცხადეს, რომ თუ უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, ისინი მათ მოკლავდნენ, ხოლო თუ დათანხმდებოდა - მაღალ ანაზღაურებას მიიღებდა. აბდალაძემ განაცხადა, რომ დათანხმდა, რის შემდეგაც მას მოუტანეს ფურცელი, რომელსაც მან წაუკითხავად მოაწერა ხელი. ამის მერე ფოტოგრაფი გაათავისუფლეს და ერგნეთამდე მიიყვანეს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2869.html
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 19:45 | News »
 

"კრიმინალი: ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე 2002 წელს ცხინვალში დაიქირავეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian