aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ნარმანია: მთავრობამ დროში გააჭიანურა პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა Business & Economics  Business & Economics 
„პროგრამული ბიუჯეტის გაჭიანურებული დანერგვა ამ დრომდე პოლიტიკური ნებისყოფის არარსებობითა და გამოცდილების უკმარისობით იყო გამოწვეული“, - აცხადებს ეკონომიკის საკითხების ექსპერტი დავით ნარმანია.



როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პროგრამული ბიუჯეტი არის დეტალურად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც ჩანს არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა, არამედ გაწერილი პროგრამები, მათი მიზნები, ამოცანები, ბენეფიციარები, დეტალური ბიუჯეტი და მოსალოდნელი შედეგები.


„ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაში, მაგრამ რთულია იმის ვარაუდი, თუ კონკრეტულად რას დააწესებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად. პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება ჯერ დახურულ რეჟიმში ფინანსთა სამინისტროში წარმოებს, რის შემდეგაც იგი პარლამენტის შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნება და საჯარო გახდება“, - აღნიშნავს ნარმანია.


მისი თქმით, პროგრამული ბიუჯეტი ხარჯების გამჭვირვალობის უკეთესი საშუალებაა, ვინაიდან ბიუჯეტის გამჭვირვალობა განპირობებულია მიზნობრივი პროგრამების დეტალიზაციით არა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის, არამედ ბენეფიციარების, შედეგების მიღწევის კრიტერიუმებისა და სხვა მაჩვენებლების სახითაც. ნარმანია აღნიშნავს, რომ მთავრობამ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა დროში გააჭიანურა - მიუხედავად საზოგადოებრივი სექტორის არაერთი მოწოდების, რეკომენდაციისა და რჩევისა 2012 წლამდე მსგავსი ბიუჯეტის შედგენა ვერ მოხერხდა.


„მთავრობამ პირველ რიგში საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეიტანა მე-9 სტატია, რომლითაც გაკეთდა საერთო დეფინიცია, მოგვიანებით კი, 2010 წლის 10 მარტს მიიღო დადგენილება „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების შესახებ“. მეთოდოლოგიისა და, შესაბამისად, ბიუჯეტების მომზადება, როგორც წესი, ბოლო პერიოდში წარმოებს, ამიტომ სიჩქარეში შესაძლოა გარკვეულმა ნაკლებმა იჩინოს თავი. ამავდროულად, აუცილებელია პოლიტიკური ნებისყოფის არსებობა იმისათვის, რომ შემდგომში ეს ნაკლები გამოსწორებულ იქნას“, - აცხადება ნარმანია.


პროგრამული ბიუჯეტის გაჭიანურებული დანერგვის მიზეზების ახსნისას, ექსპერტი ხაზს უსვამდა პოლიტიკური ნებისყოფის არარსებობასა და გამოცდილების უკმარისობას. თუმცა, ექსპერტის აზრით, პოლიტიკური ნებისყოფის პირობებში, გამოცდილების დამატებით შეძენასთან ერთად, და ადრეულ წლებში შესაძლო იყო ამგვარი ბიუჯეტის შემუშავება, მითუმეტეს, რომ ცალკეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არსებობდა ამის გამოცდილება და 2004-2008 წლებში ზოგიერთ ადგილობრივ თვითმმართველობაში საპილოტო რეჟიმში იყო კიდეც დანერგილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2866.html
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 19:42 | News »
 

"ეკონომიკა: ნარმანია: მთავრობამ დროში გააჭიანურა პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian