სპორტი: ბრიტანელებმა ფიფას პრეზიდენტი ათწლეულის ბოროტმოქმედად აღიარეს | World News | ||
დიდ ბრიტანეთში ტელეარხ Syfy-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეებმა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი „ათწლეულის ბოროტმოქმედად“ აღიარეს. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის 75 წლის უფროსმა ხმათა 9.2 პროცენტი მიიღო და დაიკავა პირველი ადგილი გამოკითხვაში, გაუსწრო რა Royal Bank of Scotland (RBS)-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ფრედ გუდვინს. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mirror. ბლატერი არაპოპულარული ფიგურა დიდ ბრიტანეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებისთვის ბრძოლის ფონზე გახდა. ინგლისის განაცხადი ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევნებში ჩავარდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი-2018 რუსეთს გადასცეს. ამ პერიოდში რიგი ბრიტანული მასმედია ფიფას ხელმძღვანელობაში არსებული კორუფციის შესახებ წერდა. როგორც გამოცემა Belfast Telegraphწერს, გამოკითხვაში მესამე ადგილი ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ეშლი კოული მოხვდა, მეოთხე გახდა გოლფისტი ტაიგერ ვუდსი (ორივე სპორტსმენი ბოლო წლებში ღალატის გამო სკანდალურ ისტორიებში ხვდებოდა). გამოკითხულთა ვერსიით „ათწლეულის გმირების“ სიას სათავეში ჩაუდგა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მეორე ადგილი დაიკავა ამერიკული კლუბ „ლოს-ანჯელეს გელაქსის“ ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა, მესამე და მეოთხე ადგილები პრინცმა უილიამმა და მწერალმა ჯოან როულინგმა დაიკავეს. გამოკითხვაში დაახლოებით ორმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2864.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 19:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.