aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ქართველები და ბელარუსები ეროვნულ ვალუტას არ ენდობიან Business & Economics  Business & Economics 
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს, საკუთარი დანაზოგები ეროვნულ ვალუტაში შეინახოს. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს კვლევით ცენტრ Gallup-ის ბოლო გამოკვლევა.



ამასთან, მოხსენების თანახმად, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის მხრივ სომხეთის მოქალაქეები პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილს იკავებენ: დაახლოებით 63% თავის დანაზოგებს ეროვნულ ვალუტაში - სომხურ დრამებში ინახავს.


ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზე იმყოფება აზერბაიჯანი, სადაც ეროვნულ ვალუტას - მანათს - მოსახლეობის 75% ანიჭებს უპირატესობას. მესამე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც რუბლის სტაბილურობაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% დარწმუნებულია.


Gallup-ის თანახმად, ყველაზე ნაკლებს ეროვნულ ვალუტას ბელარუსები ენდობიან. მოხსენების თანახმად იქ მოსახლეობის მხოლოდ 22% ან მხოლოდ ყოველი მეხუთე ინახავს თავის დანაზოგებს ბელორუსულ რუბლში, რაც, ექსპერტთა აზრით, განპირობებულია ამ ვალუტის გაუფასურებით, რომელიც წინა წლიდან დაიწყო.


ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის დეფიციტის თვალსაზრისით მეორე ადგილზე ქართული ლარია. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში დანაზოგებს მოსახლეობის მხოლოდ 28% ინახავს, რაც სომხეთში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.


გამოკვლევის მსვლელობაში Gallup-მა ასევე გაარკვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობის დამოკიდებულება უცხოური ვალუტის მიმართ. გამოკითხვების თანახმად, ამ რეგიონში ლიდერი კვლავ ამერიკული დოლარი რჩება, რომელსაც თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ერთიან ევროპულ ვალუტას - ევროს.


ამ მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა ტაჯიკეთი, სადაც დოლარებში დანაზოგებს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 51% ინახავს, მაშინ როცა ევროს მოსახლეობის მხოლოდ 4% ენდობა.


თითქმის იგივე სურათია დსთ-ის სხვა აზიურ ქვეყნებშიც.


სომხეთში დოლარის მიმართ ნდობას ასევე მრავალი ადამიანი გამოთქვამს, კერძოდ, მოსახლეობის 17%, მაშინ როცა ევროს 9% ენდობა.


Gallup-ის გამოკითხვების თანახმად, უკიდურესად დაბალია რუსული რუბლის რეიტინგი: დამატებით ფულის არსებობისა და მისი შენახვის შემთხვევაში მას უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ ტაჯიკეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში, თუმცა, ამასთან მოსახლეობის მხოლოდ 1%.


Gallup-მა აღნიშნული გამოკვლევა 2010 წელს დაახლოებით 3 000 რესპონდენტს შორის ჩაატარა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2863.html
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 19:40 | News »
 

"ეკონომიკა: ქართველები და ბელარუსები ეროვნულ ვალუტას არ ენდობიან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian