ეკონომიკა: გილაური: საქართველოს საგარეო ვალის გადახდის პრობლემები უკვე აღარ ექნება | Business & Economics | ||
2012-2013 წლებში საქართველოს საგარეო ვალის გადახდის პრობლემები უკვე აღარ ექნება. ამის შესახებ დღეს, 18 ივლისს, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, ევროობლიგაციების გამოშვების შემდეგ საგარეო ვალის გადახდის პრობლემა, ფაქტობრივად, მოხსნილია. „პირველი ნახევარი წლის შედეგებით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ. პირველი გახლავთ საგარეო ვალის პრობლემების გადაჭრა. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2012-2013 წლებში ქვეყანამ ძალიან დიდი ვალი უნდა გადაიხადოს, მაგრამ გაზაფხულზე ჩვენ ევროობლიგაციები გამოვუშვით, რომლებიც წარმატებული ტრანზაქცია გახდა“, - თქვა მან. როგორც გილაურმა განაცხადა, ქართული ევროობლიგაციები ევროპულზე უკეთესია და ისინი საკმაოდ წარმატებით იყიდება სხვადასხვა ბირჟებზე. „ისინი ბევრად უკეთ იყიდება, ვიდრე მრავალი ევროპული ფასიანი ქაღალდი, მათ შორის იტალიური ფასიანი ქაღალდები“, - თქვა პრემიერმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2861.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 19:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.