ეკონომიკა: საქართველოს პრეზიდენტი განახლებულ კურორტ საირმეში იმყოფებოდა | Georgian News | ||
დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განახლებული კურორტი საირმე მოიხანულა და ამავე სახელწოდების სასტუმროც გახსნა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდა და დაიინტერესმათი შეხედულებებით კურორტის თაობაზე. როგორც პრეზიდნეტმა განაცხადა, ჯერ კიდევ გასულ წელს აქ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მას გული თითქმის გაუსკდა. "მაგრამ ხალხი მაინც მოდიოდა საირმეში,რადგან აქ უნიკალური წყალია. მთავარია საქართველოში სამი ძირითადი სამკურნალო კურორტი აღდგეს–საირმე, ბორჯომი და წყალტუბო. ეს კურორტები მომავალი წლიდან მსოფლიო მნიშვნელობის გახდება, რაზეც ადრე ოცნებაც კი არ შეუძლებოდა"–განაცხადა მან. პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპაციის პირობებშიც კი, როდესაც ხელისუფლება არ იპარავს და არ არსებობს კორუფცია, შესაძლებელია მშენებლობა. საირმეში მთლიანად აღდგა საკანალიზაციო და წყლის სისტემა, დამონტაჟდა შიდა განათება, რეაბილიტირებული იქნა ის ადგილები, საიდანაც მოდის მინერალური წყალი, ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2860.html
| |||
Posted by consul | 18 Jul 2011, 19:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.