ეკონომიკა: ფინანსთა სამინისტრო: ბიზნესი ხელისუფლებიდან სამ ძირითად სიგნალს ელოდება | Business & Economics | ||
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით დეტალებს გააცნობს. ამის შესახებ დიმიტრი გვინდაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარ მიზანს ხელისუფლებასა და ბიზნესმენესბ შორის ურთოერთობების გაღრმავება წარმოადგენს. "ბიზნესი საქართველოს ხელისუფლებისგან სამ ძირითად სიგნალს ელოდება: პირველი–სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური მაკროფისკალური ჩარჩო, მეორე–სასიამოვნო ბიზნეს გარემო, სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება და მესამე–მიმდინარე და სამომავლო ლიბერალური რეფორმების შეუქცევადობა"–აღნიშნა გვინდაძემ და დაამატა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობა ბიზნესმენებს ინფრომაციის დეტალებს გააცნობს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინიტრსი დიმიტრი გვინდაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2856.html
| |||
Posted by consul | 18 Jul 2011, 19:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.