მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft-მა შესაძლოა უარი თქვას Windows ბრენდზე | World News | ||
კორპორაცია Microsoft-მა შესაძლოა უარი თქვას Windows-ის ბრენდის გამოყენებაზე რომელიმე სხვა, უფრო თანამედროვე და აქტუალური სახელწოდების სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა დახურული კონფერენცია Worldwide Partner Conference-დან, რომელიც გასულ კვირას Microsoft-მა ჩაატარა. როგორც ანონიმური წყაროები იტყობინებიან, კონფერენციის მსვლელობაში კორპორაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლეგენდარული სახელის გამოყენებაზე უარის თქმის იდეა სერიოზულად და სავსებით თვალსაჩინოდ განიხილება. საუბარია Microsoft-ის შემდეგ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც მომავალში Windows 8-ს შეცვლის. ზოგიერთი მონაცემით, ახალი „სუპერ-OC“-ის გამოყენება მოხდება სხვადასხვა კლასის გამომთვლელ მოწყობილობებზე - სმარტფონებით დაწყებული სტაციონარული კომპიუტერებით დამთავრებული. ამგვარად, კორპორაცია აპირებს ერთგვარი „ერთიანი ეკოსისტემის“ შექმნას, რომლიდანაც მომხმარებლებს კონკურენტთა პლატფორმებზე მიგრირება არ მოუნდებათ. მიუხედავად ამ ვერსიის შესამჩნევი დამაჯერებლობისა, IT-სფეროს ექსპერტთა უმრავლესობამ Windows-ის ბრენდის „სიკვდილის“ შესახებ ხმები სკეპტიკურად მიიღეს, გადმოსცემს Infopackets. კონტრარგუმენტების სახით მოიყვანება სხვადასხვა მოსაზრებები, ამ სახელწოდების 25 წელზე მეტი ხნის ისტორიიდან დაწყებული, რომელიც ოდნავ უთმობს ასაკით თავად PC-ის (personal computer) ცნებას, დამთავრებული იმით, რომ Microsoft-ის თანამშრომლები, რომლებიც Windows-თან ერთად მილიონერები და მილიარდერები გახდნენ, შეუნარჩუნებენ მას სიცოცხლეს წმინდა სენტიმენტალური სურვილებიდან გამომდინარე. ბრენდის შეცვლის ვერსიის მომხრეები საპასუხოდ შეგვახსენებენ Windows Vista-ს რამდენამდე შებღალულ რეპუტაციაზე და ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობის მკვეთრ გაზრდაზე, რომელმაც აჩვენა, რომ ამ დინამიურ ბაზარზე „ტრადიციული ღირებულებები“ დიდ პატივისცემაში არაა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2852.html
| |||
Posted by Drakula | 18 Jul 2011, 11:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.