შოუ-ბიზნესი: 17–18 ივლისს ბათუმში როკ–ფესტივალი Global East Fest 2011 Batumi open air ტარდება | Georgian News | ||
17–18 ივლისს ბათუმში როკ–ფესტივალი "Global East Fest 2011 Batumi open air ტარდება. როგორც ფესტივალის ერთერთმა ორგანიზატორმა ერიკ ხეჩუმოვმა განაცხადა, რომელიც Dj rock–ია, აღნიშნული ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება, რამდენადაც ქვეყანა გასულ წელს შეურთდა როკ–ფესტივალის ევროპულ ქსელს. "ფესტივალი უკვე ყოველწლიურად 6 წელია რაც ტარდება. თუმცა ამ დრომდე მას მხოლოდ ლოკალური ხასიათი ჰქონდა და მასში მონაწილეობას მხოლოდ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინი იღებდა. აღნიშნულ ფესტივალში წარმოდგენილი იქნება 17 ქვეყნის შემსრულებელი"–განაცხადა ხეჩუმოვმა. მისი თქმით, ბათუმში ანგისას მოედანზე მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება 12 როკ–ჯგუფს მოუსმინოს: Dark Tranquillity, Sabaton, Amatory, Metsatoll, Cemetery of Scream, Carthagods, Metal Scent, Moribuნd Oblivion, W.H.I.T.E., Silence Lies Fear, Divahar, Dismorial, Taნelorn, Signs, Rema. ფესტივალი 2 დღის განმავლობაში ჩატარდება, ის 14:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას პოლონურ–უკრაინული საპროდუსერო სააგენტო "Global Promotion" უწევს, ტექნიკურ მხარდაჭერას კი ბათუმის მერია. ფესტივალის ბილეთის ფასს 2დღისთვის 90 ლარი შეადგენს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2850.html
| |||
Posted by consul | 17 Jul 2011, 18:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.