ეს საინტერესოა: აშშ-ში გიგანტური მერილინ მონრო გაჩნდა | World News | ||
ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაში დაყენდა შვიდ მეტრზე უფრო მეტი სიმაღლის სკულპტურა, რომელიც მერილინ მონროს გამოსახავს. ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი პორტალი Chicago Now. კომპოზიციას საფუძვლად დაედო ცნობილი კადრი ფილმიდან „სურვილის შვიდი წელიწადი“, რომელშიც მონრო აღბეჭდილია ნიუ-იორკის მეტროს სავენტილაციო სისტემის გისოსზე მდგარი. თავიდან ჩიკაგოს სასამართლოს შენობასთან სკულპტურის მხოლოდ ქვედა ნაწილი გაჩნდა, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებმა ადვილად იცნეს მონრო პოზითა და ჩაცმულობით. მალევე ქვედა ნაწილს დაუმატეს სხეული თავით, მაგრამ საზოგადოებისთვის ჰოლივუდის მსახიობის სახე ჯერ არ უჩვენებიათ. გიგანტური მონროს თავი თეთრ-წითელ-ლურჯ მატერიაში იყო შეხვეული. მთლიანად მერილინ მონროს სკულპტურა თეთრ კაბაში საზოგადოებამ 15 ივლისს, პარასკევს ნახა, როდესაც მას მატერია მოხსნეს. ჰოლივუდის დივა ჩიკაგოში 2012 წლის გაზაფხულამდე იდგმება. ქანდაკების ავტორია ამერიკელი მხატვარი სიუარდ ჯონსონი. იგი, კერძოდ, ცნობილია იმით, რომ შვიდი მეტრის სიმაღლის სკულპტურაში აღადგინა ალფრედ ეიზენშტედტის 1945 წლის ცნობილი ფოტოსურათი „კოცნა“. კაბა, რომელშიც მონრომ „სურვილი შვიდ წელიწადში“ შეასრულა როლი, ცოტახნის წინ აუქციონზე გაიყიდა. მსახიობის ლეგენდარული ტანსაცმელი რეკორდულ 4.6 მლნ დოლარის ოდენობის თანხად გაიყიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2848.html
| |||
Posted by Drakula | 16 Jul 2011, 19:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.