გარემო: საქართველოში ბუნების 40 ძეგლი ტურისტებისთვის დაკეტილია | Georgian News | ||
საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს „წითელ წიგნში“ შესული ძეგლებიც უნდა დაემატოს. ამის შესახებ აცხადებს ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის ექსპერტი ზაზა გაგუა. მისი თქმით, 1982 წელს გამოცემულ „წითელ წიგნში“ შევიდა 77 ბუნების ძეგლი. დღეისათვის მხოლოდ 59 მათგანი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვები კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დარჩა. რამდენიმე მათგანი წმინდა სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო 40 ძეგლს ტურისტული პოტენციალი აქვს. „წითელ წიგნში“ შეტანილია თავისი უნიკალურობით გამორჩეული ბუნების იშვიათობები. ეს უნიკალურობა განისაზღვრება როგორც საქართველოსა და კავკასიის, ისე მსოფლიო მასშტაბით. მაგალითად, მეტეხის კლდე მსოფლიო მასშტაბის უნიკალური ძეგლია. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ძეგლების სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს“, - აცხადებს გაგუა Commersant.ge-თან საუბრისას. მისი თქმით, მაღალი ტურისტული ღირებულება აქვთ ბატეთის ტბასა და მარტვილის ჩანჩქერებს. ბატეთის ტბა მდებარეობს ქვემო ქართლში, ყვარელის რაიონში და რიწის ტბის პატარა ანალოგს წარმოადგენს. მის გარშემო 20 მონასტერია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის ტურისტულ რესურსს. ასევე უნიკალურია მარტვილის სამი ჩანჩქერი, რომლებიც ერთმანეთისაგან 5 კილომეტრის მანძილზეა დაშორებული. „სამწუხაროდ, მსგავსი ძეგლების არსებობის შესახებ ხშირად ადგილობრივმა მოსახლეობამაც კი არ იცის, მაშინ, როცა ეს ნამდვილად უნიკალური ძეგლებია და უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ტურისტული პოტენციალის გამოყენება. ამ მიზნით ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო პროექტზე „საქართველოს უნიკალური ბუნების ძეგლები“. პროექტი ითვალისწინებს ამ ძეგლების აღნუსხვას, თითოეული მათგანის კოორდინატებისა და ადგილმდებარეობის დადგენას და მათ ჩართვას ტურისტულ ჩამონათვალში“, - თქვა ზაზა გაგუამ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2834.html
| |||
Posted by Drakula | 14 Jul 2011, 20:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.