aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ნეპტუნმა თავისი პირველი დაბადების დღე აღნიშნა World News  World News 
2011 წლის 12 ივლისს პლანეტა ნეპტუნმა თავისი პირველი დაბადების დღე გადაიხადა. საქმე ისაა, რომ ამ დღეს მას ერთი ნეპტუნური წელი (164.79 დედამიწის წელი) შეუსრულდა. ნეპტუნი 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინეს.



ნეპტუნი ჩვენი მზის სისტემის ყველაზე განაპირა მხარეს მდებარეობს (მანძილი დაახლოებით 4.4 მლრდ კილომეტრს შეადგენს). ამ პლანეტის მასა დედამიწისაზე 17.2-ჯერ, ხოლო ეკვატორის დიამეტრი - 3.9-ჯერ უფრო დიდია. ნეპტუნს ეს სახელი რომაელი ზღვის ღმერთის პატივსაცემად დაერქვა.


შეგახსენებთ, რომ ნეპტუნის, მერვე პლანეტის, ძიება 1781 წელს ურანის აღმოჩენის მომენტიდან დაიწყო. მაშინ მეცნიერები ვერაფრით ხსნიდნენ ურანის ორბიტის უცნაურობებს. არსებობდა ორი ჰიპეთეზა, რომელთაგან პირველის თანახმად ვარაუდობდნენ, რომ, შესაძლოა, ნიუტონის კანონები მთლად ჭეშმარიტი არაა, ხოლო მეორის თანახმად, პლანეტა ურანი გადაიხრება გამოთვლილი ორბიტიდან იმის გამო, რომ მასზე სხვა ციური სხეული ზემოქმედებს.


პირველად ნეპტუნს ჯერ კიდევ გალილეო გალილეი აკვირდებოდა, თუმცა მაშინ მან იგი უმოძრაო ვარსკვლავად მიიჩნია. შემდგომში პარიზის ობსერვატორიის დირექტორი ურბენ ლევერიე დაკავდა სხვა ასტრონომების ნაშრომების შესწავლით და მისი გამოკვლევების შედეგებით ნეპტუნი ბერლინის ობსერვატორიის ასტრონომმა იოჰან გალემ აღმოაჩინა.


საჭიროა აღინიშნოს, რომ ამჟამადაც ასტრონებმა ნეპტუნის შესახებ ცოტა რამ იციან. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ ასტრონომიის კოსმოსური ერის, ასევე ტელესკოპ „ჰაბლის“ გაშვების დაწყებამდე მოცემული პლანეტის დაკვირვება დედამიწიდან ძალიან რთული იყო.


ახლოდან ნეპტუნს სურათი მხოლოდ ერთხელ გადაუღეს (ზონდმა „ვოიაჯერ-2“ 1989 წელს), ხოლო ამ პლანეტაზე წელიწადის დიდი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მკვლევარები ჯერჯერობით მხოლოდ ნეპტუნის გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულს აკვირდებოდნენ.


მეცნიერთა მონაცემებით, ახლა ნეპტუნი სულ სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე „ვოიაჯერ-2“-საგან მიღებულ ფოტოსურათებზე.


როგორც BBCიტყობინება, ახლა მეცნიერებმა იციან, რომ ნეპტუნის ატმოსფეროს ზედა შრეებში ქარის სიჩქარე შეიძლება 1930 კმ/სთ-ს აღწევდეს უზარმაზარი გრიგალების ეპიცენტრებში. გარეგნულად მოცემული ეპიცენტრები იუპიტერზე მდებარე წითელ ლაქას წააგავს.


ასევე ზოგიერთ ასტრონომს მიაჩნია, რომ ამ პლანეტაზე გრიგალები ბევრად უფრო სწრაფად წარმოიქმნება და ვითარდება, ვიდრე ადრე იყო მიჩნეული.


შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ნეპტუნის ორბიტაზე უნდა გასულიყო ზონდი Neptune Orbiter, თუმცა სახსრების უკმარისობის გამო NASA-საღნიშნული ექსპედიცია გაუქმდა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2830.html
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:31 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ნეპტუნმა თავისი პირველი დაბადების დღე აღნიშნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian