პოლიტიკა: ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ფორმირება სოციალური ქსელის საშუალებით გადაწყვიტა | World News | ||
ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ესამ შარაფმა გადაწყვიტა სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენება იმის გასარკვევად, თუ ვის ნახვას ისურვებდნენ მისი თანამოქალაქეები ქვეყნის მთავრობაში. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“ EFE-ზე მინიშნებით. „ვის ნახვას ისურვებდით მინისტრად ახალ მთავრობაში?“, - იკითხა შარაფმა თავის გვერდზე. ამ მომენტისათვის მან უკვე 7 ათასზე მეტი პასუხი მიიღო. როგორც სააგენტო EFEაღნიშნავს, ორშაბათს შარაფი კვირის განმავლობაში მთავრობაში გადაადგილებების განხორციელებას დაპირდა. მალევე მან გადაწყვიტა უკვე Facebook-ის საშუალებით გაეგო თანამემამულეთა უპირატესობების შესახებ. ეგვიპტელებმა პრემიერის ინიციატივა სხვადასხვანაირად მიიღეს: ზოგიერთმა მათგანმა დადებითად შეაფასა მთავრობის უფროსის შეკითხვა, სხვებმა კი მრისხანე კომენტარები დატოვეს. სოციალური ქსელი Facebook ეგვიპტეში მეტისმეტად პოპულარული რევოლუციის შემდეგ გახდა. იანვარსა და თებერვალში ოპოზიციამ საპროტესტო აქციებს ორგანიზაცია სოციალური ქსელის დახმარებით გაუწია. მრავალმილიონიანი მიტინგების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი იძულებული იყო გადამდგარიყო. ივნისში ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭომ, რომელიც ქვეყანას ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობს, Facebook-ზე არაოფიციალური საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. ონლაინ-გამოკითხვაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა; ხმათა უმრავლესობით ეგვიპტელებმა IAEA-ის ყოფილი უფროსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ ელ-ბარადეი „აირჩიეს“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2829.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.