ეკონომიკა: სადაზღვევო კომპანია „მობიუსმა“ არსებობა შეწყვიტა | ![]() | Business & Economics | |
![]() ინფორმაცია: „მობიუსმა“ სადაზღვევო საქმიანობა 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. კომპანიის ოფიციალური საიტიდან აღებული ინფორმაციის თანახმად, მოკლე ხანში მათ მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწიეს. 2010 წლის შედეგებით, „მობიუსმა“ მოიზიდა 2 902 000 ლარის ოდენობის პრემია და აანაზღაურა ზარალი 525 000 ლარით. სადაზღვევო ექსპერტი ლევან კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ მაღალი კონკურენციის გამო შეიძლება მოხდეს შერწყმა სხვა სადაზღვევო კომპანიასთან, მაგრამ არა იურიდიულად, არამედ აქტივებისა და კადრების გადაყვანით. სამედიცინო სფერო, რომელიც სადაზღვევო ბიზნესში წამყვანს წარმოადგენს, მაღალ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს, რაც მცირე მოთამაშეებისათვის პრობლემაა. ამიტომ ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ადგილი ექნება კომპანიების გამსხვილებას მათი შერწყმის გზით. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2827.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:24 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.