პოლიტიკა: მერაბიშვილი: ქურციკიძე ჯაშუშობაში 2004 წლიდან არის ეჭვმიტანილი | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე ჯაშუშობის სკანდალის მონაწილეებთან 2006 წლიდან არის კავშირში. ამის შესახებ, როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, მერაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქურციკიძე 2004 წლიდან ეჭვმიტანილია სატელეფონო საუბრებსა და სხვა სახის კონტაქტებში უცხოურ სპეცსამსახურებთან და სამინისტროს საკმარისი მტკიცებულებები აქვს. „ქურციკიძე დაკავშირებულია ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და შემდეგ რუსეთს გადასცეს“, - განაცხადა მერაბიშვილმა და დაამატა, რომ ფოტოგრაფების დაკავებას არაფერი აქვს საერთო საპროტესტო აქციებთან. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების ჯგუფი, მათ შორის „ფრანს პრესის“, „რეიტერისა“ და „ბლუმბერგის“ კორესპონდენტები დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2826.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.