ეს საინტერესოა: რამ გახადა 2011 წელი ისტორიაში ყველაზე ზარალიანი? | World News | ||
11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრებისა და ცუნამის გამო მსოფლიო ეკონომიკის დანაკარგებმა 2011 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში რეკორდული 265 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presseუმსხვილესი მსოფლიო გადამზღვევის - Munich Re-ის გაანგარიშებებზე მინიშნებით. 2010 წელს სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიო ეკონომიკას 130 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანა. შედარებისათვის 2005 წელს, რომელიც აქამდე მსოფლიო ეკონომიკისათვის ყველაზე ზარალიანად მიიჩნეოდა, სტიქიური უბედურებები მსოფლიოს 220 მლრდ დოლარი დაუჯდა. მხოლოდ ქარიშხალმა „კატრინამ“, რომელიც აშშ-ის სამხრეთ ნაწილს დაატყდა და ქალაქ ახალი ორლეანის 80 პროცენტი პრაქტიკულად გაანადგურა, 125 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. Munich Re-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წლის პირველ ნახევარში ზარალი, ჩვეულებრივ, უფრო მცირეა, ვიდრე მეორეში. ამგვარად, ბუნებრივი კატაკლიზმების მიერ მსოფლიო ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალის მოცულობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. Munich Re-ში ასევე განაცხადეს, რომ სადაზღვევო კომპანიების მიერ მთელი ზარალი ანაზღაურებული არ იქნება. მანამდე იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრებისა და ცუნამის, ასევე ამის შედეგად აეს „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი ავარიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკირ დანაკარგებმა 210 მლრდ დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბანკი მარტში იაპონიისათვის მიწისძვრით მიყენებულ ზარალს 122-დან 235 მლრდ დოლარამდე ოდენობის თანხად აფასებდა. კოლოსალური ნგრევების მიუხედავად, 2011 წლის პირველ ნახევარში სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოში მხოლოდ 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წინა წელს კი ეს რიცხვი 230 ათასს უდრიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2824.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.