ეს საინტერესოა: ასტრონომებმა ირმის ნახტომის დასახლებულობის რუქა შეადგინეს | World News | ||
აშშ-ისა და კანადის მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ირმის ნახტომის სიცოცხლის ფორმირებისათვის ვარგისი ზონების რუქა. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდება ჟურნალ Astrobiology-ში, ხოლო მისი წინაპრინტი ხელმისაწვდომია საიტზე arXiv.org. თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, გალაქტიკის სიცოცხლისთვის ვარგისი ზონა (Galactic Habitable Zone – GHZ) განისაზღვრება როგორც რეგიონი, სადაც საკმარისია მძიმე ელემენტები პლანეტების ფორმირებისათვის ერთი მხრივ, და რომელიც არ ექვემდებარება კოსმოსური კატაკლიზმების ზემოქმედებას, მეორე მხრივ. მეცნიერთა აზრით, მთავარი ასეთი კატაკლიზმებია ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები, რომლებსაც ადვილად შეუძლია მთლიანი პლანეტის „სტერილიზება“. გამოკვლევების ფარგლებში მეცნიერებმა ააგეს ვარსკვლავების ფორმირების პროცესების, ასევე ზეახალი ვარსკვლავების I ტიპის (თეთრი ჯუჯები ორმაგ სისტემებში, რომლებიც მეზობელს მატერიას პარავენ) და II ტიპის (8 მზის მასაზე მეტი მასის მქონე ვარსკვლავის აფეთქება) კომპიუტერული მოდელი. შედეგად ასტროფიზიკოსებმა შეძლეს ირმის ნახტომის იმ რეგიონების აღნიშვნა, რომლებიც თეორიულად ცხოვრებისათვის ვარგისია. ამას გარდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკაში ყველა ვარსკვლავის, სულ ცოტა, 1.5 პროცენტის (ანუ 3x1011 ვარსკვლავის დაახლოებით 4.5 მილიარდიდან) გარშემო, სხვადასხვა დროს, შესაძლოა დასახლებული პლანეტები არსებულიყო. ამასთან, ამ ჰიპოთეტიკური პლანეტების 75 პროცენტი უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მუდმივად „უყურებდეს“ ვარსკვლავს ერთი მხრიდან. შესაძლებელია თუ არა ასეთ პლანეტებზე არსებობდეს სიცოცხლე? ეს საკითხი ასტრობიოლოგთა კამათის საგანია. GHZ-ის გამოსათვლელად მეცნიერებმა გამოიყენეს იგივე მიდგომა, რომელიც ვარსკვლავების გარშემო დასახლებული ზონების ანალიზის დროს გამოიყენება. ასეთ ზონას, ჩვეულებრივ, უწოდებენ რეგიონს ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც კლდოვანი პლანეტის ზედაპირზე შეიძლება არსებობდეს წყალი თხევადი სახით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2818.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.