პოლიტიკა: ბოკერია: არავის უთქვამს, რომ საქართველო ჟენევის ფორმატიდან გამოდის | Georgian News | ||
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა „ტერორისტულმა კამპანიამ“ ჟენევის პროცესი ჩიხში შეიყვანა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ, ჟენევის პროცესისაგან მიღებული მცირე შედეგების მიუხედავად, თბილისი მაინც პროცესის გაგრძელებას ემხრობა. ბოკერიამ, რომელიც ჟენევის დისკუსიებში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მხარესთან დიალოგის წარმოება ძალიან რთულია, თუ მოლაპარაკებების პარალელურად ტერორისტული კამპანია ტარდება“. „ამიტომ ჩვენ ნებისმიერი თვალსაზრისით გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს კამპანია შეწყდება და ადგილი არ ექნება ისეთ ინციდენტებს, მცდელობებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაში ჟენევის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა მან 12 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტოქ-შოუში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“. „ჩვენ ჟენევის პროცესის გაგრძელებაში დაინტერესებულები ვართ, ჩვენ ჟენევის პროცესიდან არ გამოვსულვათ“, - განაცხადა ბოკერიამ, - „ინტერპრეტაცია, რომ საქართველო, თითქოს-და, გამოდის, ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ აღნიშნული კამპანია გაგრძელდება, ეს, ბუნებრივია, ჟენევის პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს“. მან ასევე განაცხადა, რომ ჟენევის პროცესით „იმედგაცრუება“ მისთვის გაუგებარია. „არანაირი საგრძნობი შედეგები ჩვენ არ მიგვიღია, პოზიცია იყო და რჩება: უმჯობესია იყოს ადგილი, სადაც ტარდება დისკუსია, სადაც წარმოებს დიალოგი, როგორი დისტანციაც არ უნდა იყოს მხარეებს შორის, ვიდრე ასეთი ადგილი საერთოდ არ არსებობდეს“, - განაცხადა ბოკერიამ. „ადგილი ჰქონდა ჟენევის პროცესის შედეგად გარკვეული ეფექტური მექანიზმების შექმნის მცდელობებს. ეს ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმია. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, ამ მექანიზმს პერიოდულად ბოიკოტს უცხადებდა და ჟენევაში შეთანხმებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა. მაგრამ, უმჯობესია, ეს ყველაფერი იყოს, ვიდრე პირიქით“, - განაცხადა მან. 7 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების მე-16 რაუნდში მხარეები შეთანხმდნენ მე-17 რაუნდის ჩატარებაზე 2011 წლის 4 ოქტომბერს - ეს რაუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ინტერვალია. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2816.html
| |||
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.