aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში IT-სპეციალისტები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან Business & Economics  Business & Economics 
პოსტსაბჭოთა სივრცეში IT-სპეციალისტები ყველაზე მაღალანაზღაურებადებია. კვალიფიკაციისა და სპეციალობის შესაბამისად, ინტერნეტ-სპეციალისტთა ხელფასი 3-დან 10-15 000 ლარამდე მერყეობს.



„მაგთის“ გენერალური დირექტორის ირაკლი ლობჟანიძის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დიდი დეფიციტია, ამიტომ მათი პოვნა რთულია. „სპეციალისტთა ნაკლებობა მომსახურების ღირებულებაც აისახება. თუმცა ჩვენს კომპანიაში საშტატო თანამშრომლები არიან, ამიტომ, მათი დაქირავება არ გვიწევს“, - თქვა ირაკლი ლობჟანიძემ commersant.ge-სთან საუბრისას.


საქართველოში IT-სპეციალისტების დეფიციტის და, შესაბამისად, მათი მაღალანაზღაურებადობის შესახებ საუბრობს DPA-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იური ვიდერსი. საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტის პოვნის პრობლემაა, IT-სფეროში არსებული კადრები კი ძალიან ძვირადღირებულია, იმავე ბალტიის ქვეყნებთან, ბელარუსთან და სხვ. შედარებით. საქართველოში ისინი იმდენად ცოტაა, რომ დამქირავებლები იმისათვის, რომ არ დაკარგონ ისინი, იძულებულნი არიან, მაღალი ხელფასი გადაუხადონ“, - აცხადებს ვილდერსი.


კომპანია UGT-ის გენერალური დირექტორის გიორგი ჭირაქაძის აზრით, დღეს საქართველოში IT-სერვისისთვის კადრების ღირებულება რამდენიმეჯერ უფრო ძვირია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში (იმავე ბელარუსში).


„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ფასი და რაიმე ახლის შექმნა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ახალ Facebook-ს ან Google-ის გამოვიგონებთ. ამიტომ კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ ფასის მიხედვით. თუ ჩვენ სტანდარტულ სერვისებში შესვლა გვსურს, მოგვიწევს კონკურირება ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ინდოეთი, რუსეთი, ესტონეთი, ბელარუსი... მოცემულ შემთხვევაში მთავარი მნიშვნელობა აქვს ორი კომპონენტის არსებობას, ესენია: დიდი რაოდენობის განათლებული კადრები, რომლებიც, შესაბამისად, იაფი იქნება, და შრომის მართებული ორგანიზაცია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი სწორი მუშაობა და დამატებითი ღირებულების შექმნა.


ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ტექნოლოგიური განათლება, რომელიც საქართველოს, ფაქტობრივად, არ არის. საზღვარგარეთ ამ სპეციალობების განვითარებაზე მილიონობით დოლარი იხარჯება. სხვანაირად შეუძლებელია“, - აცხადება გიორგი ჭირაქაძე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2815.html
Posted by Drakula | 13 Jul 2011, 20:07 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში IT-სპეციალისტები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian