aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: აშშ-ში 51-ე შტატის შესახებ დაფიქრდნენ World News  World News 
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აშშ-ში 51-ე შტატის დამკვიდრების წინადადება წამოაყენა. ამის შესახებ წერს The Los Angeles Times.



ასეთი ინიციატივით გამოვიდა კალიფორნიელი რესპუბლიკელი ჯეფ სტოუნი. მისი გეგმებით ახალი შტატი კალიფორნიის გაყოფის ხარჯზე იქნება წარმოქმნილი. კერძოდ, „ოქროს შტატს“ უნდა გამოეყოს 13 ოლქი, კერძოდ კი: ფრესნო, იმპერიალი, ინიო, ჯერნი, კინგსი, მადერა, მარიპოსა, მონო, ორინჯი, რივერსაიდი, სან-ბერნარდინო, სან-დიეგო და ტულარე.


სტოუნმა თავისი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის სახელი უკვე მოიფიქრა - სამხრეთ კალიფორნია. თუ შტატი გაჩნდება, იგი აშშ-ში მოსახლეობის რიცხოვნობის (13 მილიონი) მიხედვით მეხუთე ადგილს დაიკავებს. თავის მხრივ, დაყოფის გამო კალიფორნია პირველ ადგილს ტეხასს დაუთმობს.


თავის ინიციატივაზე კომენტარის გაკეთებისას სტოუნმა აღნიშნა, რომ კალიფორნია, ამჟამინდელი სახით, „არაკონტროლირებად ფინანსურ კატასტროფად“ გადაიქცა. საინტერესოა, რომ ოლქები, რომელთაც სტოუნმა გამოყოფა შესთავაზა, კონსერვატიულ იდეებს ემხრობიან და უმრავლესობაში რესპუბლიკურ პარტიას უჭერენ მხარს, მაშინ, როცა მთლიანობაში კალიფორნია, ლოს-ანჯელესისა და სან-ფრანცისკოს ხარჯზე, დემოკრატების საყრდენად მიიჩნევა. ამგვარად, როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, რესპუბლიკელის წინადადება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს მისდევს, კერძოდ კი - კიდევ ერთი რესპუბლიკური შტატის შექმნას, ერთდროულად დემოკრატების პოზიციის შერყევით.


კალიფორნიის დემოკრატიულ ადმინისტრაციაში რესპუბლიკელი პოლიტიკოსის იდეას, როგორც მოსალოდნელი იყო, დასცინეს. დემოკრატი გუბერნატორის ჯერი ბრაუნის პრეს-მდივანმა ჯილ დურანმა სტოუნის განცხადებას სეცესიის შესახებ სასაცილო პოლიტიკური საქციელი და დროის უნიჭო ხარჯვა უწოდა. „თუ თქვენ მაინც და მაინც გსურთ ცხოვრება რესპუბლიკურ შტატში სამართლის მკაცრი კანონებით, მაშინ თქვენთვის არსებობს ადგილი სახელწოდებით არიზონა“, - აღნიშნა უფროსის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.


ასე თუ ისე, სამშაბათს, 12 ივლისს, რივერსაიდის ოლქის სადამკვირვებლო საბჭო, რომელსაც ჯეფ სტოუნი უდგას სათავეში, ჩაატარებს სხდომას, რომლის დღის წესრიგში იქნება საკითხი კალიფორნიისაგან გამოყოფის თაობაზე. თუ ინიციატივა „მწვანე შუქს“ მიიღებს, მაშინ რივერსაიდი სამიტზე სხვა ოლქების უფროსებს მოიწვევს, რათა ახალი შტატის შექმნის შესაძლებლობა განიხილონ.


სტოუნის წინადადებას წარმატების მიღწევის მცირე შანსები აქვს. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები კალიფორნიის (ისევე, როგორც სხვა შტატბიე) ნაწილებად დაყოფას XIX საუკუნის შუა წლებიდან ცდილობენ და ყოველჯერ მარცხს განიცდიან. The Los Angeles Times-ის დათვლებით, მხოლოდ კალიფორნიაში სულ 220-ზე მეტი ასეთი მცდელობა დაფიქსირდა. ბოლო ჯერ სეცესიის შესახებ 2009 წელს საუბრობდნენ. მაშინ რესპუბლიკელმა ბილ მეიზმა წამოაყენა წინადადება კონსერვატიული ოლქების დასავლეთ ან სანაპირო კალიფორნიის შტატად გამოყოფის შესახებ და ამ აუცილებლობას მოტივირებდა იმით, რომ ლიბერალმა დემოკრატებმა დიდი ქალაქებიდან საოლქო კონსერვატორები გაჭყლიტეს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2814.html
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:46 | News »
 

"პოლიტიკა: აშშ-ში 51-ე შტატის შესახებ დაფიქრდნენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian