საზოგადოება: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ "მაიკროსოფტთან" შეთანხმება გააფორმა | Georgian News | ||
UGT-ის დახმარებით საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპანია „მაიკროსოფტთან“ კორპორატიული შეთანხმება გააფორმა. მოცემული შეთანხმება განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციის გზაზე. შეთანხმების საფუძველზე სამინისტრომ არა მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული პროდუქტები მიიღო, არამედ სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს მათი განახლებული ვერსიებით, მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერით, განახორციელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ავტორიზებული ტრენინგების გზით და მიიღებს სხვა მომსახურებებს. როგორც მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით იქნება გადადგმული. „ვფიქრობ, ამგვარი კონტრაქტები ქვეყანაში ლეგალური უზრუნველყოფის პროგრამების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ორი პროექტი გვაქვს: სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემები და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები. ორივე მათგანის განვითარებისათვის აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენს შემთხვევაში ამას „მაიკროსოფტი“ განახორციელებს“, - აღნიშნა ურუშაძემ. UGT მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან, ინტენსიურად არის ჩართული ზემოჩამოთვლილ პროექტებში და მოცემულ ნოვატორულ წამოწყებაში თავისი წვლილი შეაქვს. მრავალწლიანი გამოცდილებითა და 200-მდე თანამშრომლით UGT საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სისტემური ინტეგრატორის ლიდერია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2812.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.