ეკონომიკა: შეიქმნა ევროპის სტაბილურობის მექანიზმი | World News | ||
ევროჯგუფმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ორშაბათს საღამოს მუდმივი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის შექმნის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ტექსტი, რომელიც მოქმედებას 2013 წლის ივნისიდან დაიწყებს. მისი მიზანია ევროსა და ერთიანი ევროპული ვალუტით მოსარგებლე სახელმწიფოების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. მისი მოცულობა 700 მლრდ ევროა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროს ზონის 17 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, სლოვენია, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ესტონეთი და ფინეთი. მუდმივი ევროპის სტაბილურობის მექანიზმი წინა წლის ზაფხულიდან მოქმედ დროებით ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს შეცვლის. „ის სახელმწიფოები, რომლებიც ერთიან ევროპულ ვალუტას იყენებენ, შეძლებენ სტაბილურობის მექანიზმის აქტივირებას ევროს მთლიანი ზონისთვის ფინანსური საფრთხის შემთხვევაში. ამ მექანიზმის ფარგლებში დახმარება საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი პირობებით იქნება შემოთავაზებული“, - ხაზგასმულია დოკუმენტში. ამ სტრუქტურის მართვისათვის შეიქმნება მმართველთა საბჭო ევროჯგუფის თავმჯდომარის ან სპეციალურად არჩეული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. მის სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ცენტრობანკის ეკონომიკური ბლოკის ევროკომისრები და მისი თავმჯდომარე. ამას გარდა, მმართველთა საბჭოს სხდომებში მონაწილეობისათვის დამკვირვებელთა სახით შესაძლოა მოწვეულ იქნან ევროზონაში არშემავალი ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენლები. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2811.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.