პოლიტიკა: რუსეთის სსს: ფოტოგრაფებთან დაკავშირებული ჯაშუშობის სკანდალი საქართველოს მორიგი ისტერია და ანტირუსული პარანოია | Georgian News | ||
საქართველოში ფოტოკორესპონდენტთა დაპატიმრებები რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით „ისტერიის“, „საქართველოს ხელისუფლებების თვითნებობისა“ და „ანტირუსული პარანოიას“ მორიგი მაგალითია, მიაჩნია რუსეთის სსს-ის ოფიციალურ წარმომადგენელს ალექსანდრე ლუკაშევიჩს, იუწყება “GHN“. „შემიძლია მხოლოდ კონსტატირება იმისა, რომ თბილისში ანტირუსული ისტერია კვლავ ვითარდება. ხელისუფლება გულმოდგინედ არწმუნებს მსოფლიო საზოგადოებასა და საკუთარ მოსახლეობას იმაში, რომ საქართველო გავსებულია რუსი ჯაშუშებითა და დივერსანტებით, რომლებსაც მამაცი ადგილობრივი სპეცსამსახურები დაუღალავად ებრძვიან. ახლა „ჯაშუშური ისტორიების“ ავტორებს პერსონაჟების სახით ქართველი ფოტოგრაფებიც დასჭირდათ. მინდა ამ ადამიანებს გულახდილი თანაგრძნობა გამოვუხატო, რომლებიც თბილისის ხელისუფლებების თვითნებობის ახალი მსხვერპლები გახდნენ“, - თქვა მან. ამას გარდა, მან აღნიშმა, რომ „ქართული პარანოიას“ კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მოქალაქე სკრილნიკოვი. „კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ანტირუსული პარანოიას მძევლები სრულიად უდანაშაულო ხალხი, - რუსი მოქალაქე ი.დ. სკრილნიკოვია. მანამდე იგი საქართველოში 18 წლით თავისუფლების აღკვეთით გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მას, თითქოს-და, ყალბი ვალუტა აღმოუჩინეს. 7 ივლისს ქართულმა სასამართლომ „დანიშნა“ იგი „მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მეკავშირედ“ და პატიმრობის კიდევ 14 წელი მიუსაჯა. შვეიცარიის ხელშეწყობით, რომელიც თბილისში ჩვენს ინტერესებს წარადგენს, ვაგრძელებთ რუსი მოქალაქეების მიმართ უკანონობის შეჩერების მიღწევას“, - თქვა დიპლომატმა, რომლის სიტყვებიც რუსეთის სსს-ს მოჰყავს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2810.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.