პოლიტიკა: სააკაშვილი: „საქართველოს ხელისუფლება ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ნაბიჯებს არასდროს გადადგამს | Georgian News | ||
ქართული ხელისუფლები ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს არასდროს გადადგამენ. ამის შესახებ დღეს, 12 ივლისს, ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით მისმა პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. ასეთი კომენტარი მან გაუკეთა ბოლო მღელვარებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების გარშემო, რომლებიც საქართველოში ყველა რელიგიურ მიმდინარეობას საჯარო სამართლის სუბიექტის სახით დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია მრევლის მხრიდან და სამი დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანი პროტესტს გამოთქვამდა და მსვლელობებს ახორციელებდა. გუშინ ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა დაემშვიდებინა მრევლი, მიიღო რა პარლამენტის გადაწყვეტილება, მაგრამ მოითხოვა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი კომისიის შექმნა. იგი დაკავდება ქართული მართმადიდებლური ეკლესიის პრობლემების გადაჭრით როგორც საქართველოს შიგნით, ისე საზღვარგარეთ. „საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მხარს უჭერს ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას რელიგიურ თავისუფლებაზე და ამიტომ ნებისმიერი კონფესიის მორწმუნეთა უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდის“, - აღნიშნა პრეს-მდივანმა. მან გამოთქვა რწმენა იმისა, რომ მთავრობა და ეკლესია გამონახავენ საერთო ენას და ქართული მართმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი არ დაზარალდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2809.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:37 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.