საზოგადოება: საქართველოში ორი გაზეთი ფოტოს მაგივრად შავი კვადრატებით გამოვიდა | Georgian News | ||
ორი პოპულარული ქართული გაზეთი „ალია“ და „რეზონანსი“ სამშაბათს, 12 ივლისს, მოხელეთა სახეების გამოსახულებების მაგივრად შავი კვადრატებით გამოვიდა, რაც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების ჯგუფის მხარდასაჭერად გაკეთდა. გაზეთ „რეზონანსის“ პირველ გვერდზე შავი კვადრატით დაფარულია შსს-ის უფროსის ვანო მერაბიშვილის სახე, გაზეთ „ალიაში“ კი შავი კვადრატებით დაფარულია ყველა მოხელისა და თანამდებობრივი პირის სახის გამოსახულებები. „აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაპატიმრებულები არიან“ - ასეთი წარწერაა ფოტოსურათების ქვეშ. ამას გარდა, „ალიამ“ პირველ გვერდზე თავის სათაურში განათავსა ფოტოკამერის სიმბოლური გამოსახულება, რომელიც წითელი ხაზით არის გადახაზული. პროტესტის ასეთი გამოხატვა გახდა გამოხმაურება ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი აბდალაძის მიმართვაზე. მან არა მხოლოდ ქართულ გამოცემებს, არამედ Reuters-ის, Associated Press France Press-ის წარმომადგენლობებს საქართველოში სთხოვა უცხოური გაზეთებისა და ჟურნალებისთვის ფოტოინფორმაცია წარმოედგინათ შავი კვადრატებით მოხელეთა სახეების მაგივრად. გაზეთი „ალია“ ასევე მოუწოდებს ყველა ფოტორეპორტიორსა და ვიდეოოპერატორს, დაპატიმრებულთა მხარდაჭერის ნიშნად, არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა პრეს-კონფერენციასა და ოფიციალურ შეხვედრაზე მოვიდნენ თეთრ მაისურებში შავი ხაზით გადახაზული ფოტოკამერის გამოსახულებით. საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7 ივლისს დააკავეს საქართველოში ევროპული ფოტო სააგენტო EPA-ს წარმომადგენელი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე და ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც საქართველოს შსს-თან კონტრაქტით მუშაობდა. გამოძიება ირწმუნება, რომ ქურციკიძე, თითქოს-და, დაკავშირებული იყო რუსეთის მთავარ სადაზვერვო მმართველობის თანამშრომლებთან და გედენიძისა და აბდალაძის დახმარებით „რუსეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა“. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2808.html
| |||
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.