aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ალექსეი ვენედიქტოვი: ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი პოსტსაბჭოური Georgian News  Georgian News 
ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანაა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი - პოსტსაბჭოური, მიაჩნია „მოსკოვის ექოს“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს საქართველოში მგზავრობის შედეგების მიხედვით, იტყობინება “GHN“.



„პოლიტიკის თვალსაზრისით ეს პოსტსაბჭოური ქვეყანაა. ჩემი შეგრძნება ასეთია. მე წარმომიდგენია, რომ ბატონი სააკაშვილი და მისი გუნდი სინგაპურს აშენებენ. აზიურ სინგაპურს, სადაც მოქალაქისა და ტურისტისთვის ყველაფერია მოსახერხებელი მანამ, სანამ იგი ხელისუფლებაში შეძრომას იწყებს. როგორც კი იგი ხელისუფლებაში შეძრომას იწყებს, ამხანაგი ... პოულობს შესაძლებლობას იმისა, რომ არ მისცეს ხელისუფლებაში შეძრომის საშუალება. ამ თვალსაზრისით, უპირობოდ, თუ მანდ არის დემოკრატია, იგი სინგაპურულია. ამ მიმართულებით პრობლემები არის ოპოზიციაშიც, პრობლემები აქვთ ბიზნესმენებსაც, რომლებიც ოპოზიციას აფინანსებენ, და პრობლემა არის მოსმენებთან დაკავშირებული სპეცსამსახურების მუშაობაში, თუმცა ამას, რასაკვირველია, უარყოფენ, ანუ არსებობს დემოკრატიის პრობლემები - ეს აღმოსავლური დემოკრატიაა. რაც შეეხება კონსტიტუციის ცვლილების პრობლემებს, მინდა ვთქვა, რომ ის შესწორებები, რომლებიც ახლა შეიტანება კონსტიტუციაში, რათა საპრეზიდენტოსაგან გახადონ ნახევარ-საპრეზიდენტო ან ნახევარ-საპარლამენტო (რესპუბლიკა), ეს სიტყვასიტყვით ისაა, რაც 2006 წელს ძველ მოედანზე განიხილებოდა, რათა ამხანაგი პუტინი გამხდარიყო მთავრობის უფროსი არა საპრეზიდენტო, არამედ ნახევარ-საპრეზიდენტო რესპუბლიკაში“, - აღნიშნა მან „მოსკოვის ექოს“ ეთერში.


ვენედიქტოვმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესწორებების წყალობით, სიმძიმის ცენტრი თითქოს-და გადაადგილდება და ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი.


„კონსტიტუციის შესწორებები უკვე ცნობილია. არჩევნები 13 წელს. მაგრამ ბოდიშს ვიხდი, თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ რატომაა საჭირო პრეზიდენტის წასვლასთან ერთად პარლამენტის მხარეს კონსტიტუციის შეცვლა? რისთვისაა ეს საჭირო?“ - აღნიშნა მან.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2806.html
Posted by Drakula | 12 Jul 2011, 20:22 | News »
 

"პოლიტიკა: ალექსეი ვენედიქტოვი: ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო ევროპული ქვეყანა, პოლიტიკის თვალსაზრისით კი პოსტსაბჭოური" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian