aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა Georgian News  Georgian News 
ბუქარესტში მიღებულმა უაპელაციო გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი იქნება, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა, დარწმუნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი სერგეი ლავროვი, იუწყება “GHN“.



„რუსული გაზეთის“ შეკითხვაზე ბათუმის ნავსადგურში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კრეისერ „მონტერეის“ შესვლის შესახებ პასუხის გაცემისას ლავროვმა მიუთითა, რომ ამას პროვოკაციად მიიჩნევს.


„დაგეთანხმებით იმაზე, რომ საუბარია პროვოკაციაზე. გასაგებია, რომ ამერიკელები დაპატიჟებულნი იყვნენ სამხედრო-საზღვაო სწავლებებში - „სიბრისში“ მონაწილებისათვის. კიდევ რაღაც სწავლებები უკვე საქართველოს ნაპირებთან ტარდებოდა. თუ ყველაფერი მონტრეს კონვენციის მკაცრი დაცვისას ხდება, რომელიც შავ ზღვაში უცხოური სამხედრო-საზღვაო ფლოტების ყოფნას ზღუდავს, მაშინ ამას რაიმე შეკითხვების გამოწვევა არ შეუძლია. მაგრამ როდესაც ვარიანტების დიდი რაოდენობიდან, რომლებიც ამერიკელებს ასეთ სწავლებებში ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ნებისმიერი თავისი სამხედრო-საზღვაო გემის ხარჯზე მონაწილეობის უზრუნველყოფის საშუალებას აძლევს, ამოირჩევა სწორედ რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობით - სისტემა „იჯისით“ მოწყობილი კრეისერი „მონტერესი“, რომელიც უკვე დაგეგმილია ამერიკული რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის სამხედრო-საზღვაო კომპონენტში ჩასართველად, რასაკვირველია, ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს შეკითხვები“, - თქვა ლავროვმა.


მან მიუთითა, რომ შეკითხვებს იწვევს ის, რომ „მონტერეი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სწავლებებში მონაწილეობდა.


„მითუმეტეს, „მონტერეი“ საქართველოს ტერიტორიულ წლებში სწავლებებში მონაწილეობდა. ჩვენ კი ყველამ ვიცით, როგორ იმოქმედა მ. სააკაშვილის ფსიქიკაზე ნატოში მ. სააკაშვილის ჩათრევის შეუკავებელმა მისწრაფებამ, ბუქარესტში მიღებულმა უაპელაციო გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება, როგორი საზიანო როლი ითამაშა ამან მის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ავანტიურული გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების უფროსმა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2802.html
Posted by Drakula | 11 Jul 2011, 20:37 | News »
 

"პოლიტიკა: გადაწყვეტილებამ იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება სააკაშვილის ფსიქიკაზე იმოქმედა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian