ეს საინტერესოა: აშშ-ში თვითმფრინავს სახელი მუდმივი მგზავრის პატივსაცემად დაარქვეს | ![]() | World News | |
![]() 30 წლის განმავლობაში გაყიდვების კონსულტანტმა სტაკერმა United Airlines-ის თვითმფრინავებით 10 მლნ მილი დაფარა. ეს დედამიწის გარშემო 400 ფრენის ეკვივალენტურია. პირველი ხუთი მილიონი მილი სტაკერმა 19 წელიწადში „შეაგროვა“, ხოლო შემდეგი 11 წლის განმავლობაში ეს მანძილი გააორმაგა. 10 მილიონის მაჩვენებელი მგზავრმა 9 ივნისს ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში მიმავალი რეისის დროს გადალახა. United Airlinesმგზავრებს ფრენებისთვის საპრიზო ქულებს ანიჭებს. რამდენადაც სტაკერი ქულების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენი გახდა, ავიაკომპანიამ მისი სახელი ერთ-ერთ ლაინერს მიანიჭა. ასევე სტაკერმა უფლება მიიღო, რეგისტრაცია რიგის გარეშე გაიაროს და მაღალი კომფორტულობის ადგილები დაიკავოს. გაყიდვების კონსულტანტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველად თვითმფრინავით მგზავრობისა ძალიან ეშინოდა. ახლა კი არამყუდროდ გრძნობს თავს, თუ კვირის განმავლობაში არსად უწევს გაფრენა. ფილმში „ცაში მინდა“ გადალახული 10 მილიონი მილისთვის ჯილდო ჯორჯ კლუნის გმირმა რაიან ბინგემმა მიიღო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2798.html
| |||
Posted by Drakula | 11 Jul 2011, 20:31 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.