aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: ვენეცია მასიური ტურიზმისთვის შესაძლოა დაიკეტოს World News  World News 
იტალიის მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა (Italia Nostra) მიმართა გაეროს იმისთვის, რომ მან ვენეცია დედამიწაზე გაუჩინარებად ადგილთა რიცხვში შეიყვანოს, ვინაიდან ქალაქი კატასტროფულად ინგრევა მასიური ტურიზმის, ბუნებრივი ფაქტორებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობის ზეწოლის შედეგად.



Italia Nostra-ის მონაცემებით, არაკონტროლირებად მასიურ ტურიზმს ვენეციისთვის გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს. ყოველწლიურად ქალაქს ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს, რაც მას ცხოვრებისათვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. გასაკვირი არაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროიდან ქალაქის მოსახლეობა თითქმის ორჯერ შემცირდა: 150 ათასიდან 60 ათას ადამიანამდე.


გაგრძელებად ნგრევასთან დაკავშირებით Italia Nostra სთავაზობს ვენეციაში ტურისტების დაშვების შეზღუდვას, რაც მიღწეულ შეიძლება იქნას ყოველდღიური ნაკადის შემცირებთა და დიდი ჯგუფების სტუმრობაზე წინასწარი შეკვეთების სისტემის შემოღებით.


ამას გარდა, შემოთავაზებულია ლაგუნებსა და გრანდ კანალში შესვლის აკრძალვა მსხვილი, მათ შორის იალქნიანი და ტურისტული გემებისათვის, რომელთა მოძრაობა ისტორიული შენობების სტრუქტურას ანგრევს.


ადტრიატიკის ზღვაში მოქცევები რეგულარულად ზრდის წყლის დონეს ლაგუნასა და ცნობილი ვენეციურ არხებში. ამის გამო მრავალი დაბლა მდებარე ქალაქის მოედანი, მაგალითად სან-მარკო, წელიწადში 80 დღის განმავლობაში წყლის ქვეშ რჩება. მრავალი არქიტექტურული შედევრის ისედაც მყიფე კედლები მაღალი სინესტის ზემოქმედებას ექვემდებარება.


ამასთან, მეცნიერთა პროგნოზებით, ასწლეულის ბოლოსთვის ადტრიატიკის ზღვაში წყლის დონე 50 სმ-ით აიწევს, რაც ვენეციისთვის ტრაგედიად იქცევა. არსებობს ვენეციის გადარჩების რამდენიმე პროექტი, თუმცა კონკრეტული მსხვილმასშტაბური გეგმა დღემდე არ შემუშავებულა, ნათქვამია Italia Nostra-ის შეტყობინებაში.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2796.html
Posted by Drakula | 11 Jul 2011, 20:29 | News »
 

"გარემო: ვენეცია მასიური ტურიზმისთვის შესაძლოა დაიკეტოს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 1
Votes: 5


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian