ეკონომიკა: რა შემთხვევაში ღირს სამომხმარებლო სესხის აღება? | Business & Economics | ||
„სესხის გაცემისას ბანკი პასუხისმგებელია იმის სწორ შეფასებაზე, თუ რამდენად სჭირდება მომხმარებელს განაცხადით მოთხოვნილი თანხა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მას კონსულტაცია უნდა ჩაუტაროს“, - ასეთი განცხადება გააკეთა „პროკრედიტ ბანკის“ მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ბურდულმა გადაცემაში „თქვენი ბანკირი“ რადიო „კომერსანტის“ ეთერში. როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, მომხმარებელი ასევე სიფრთხილით იღებს სესხს. მაგრამ ბანკის როლიც ძალიან მაღალია, რათა მოქალაქე გადახდისუუნარო არ აღმოჩნდეს. ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვაზე, როდისაა უმჯობესი სამომხმარებლი სესხის აღება, „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელმა უპასუხა, რომ სამომხმარებლო სესხი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკრედიტო პროდუქცია, ვინაიდან არაფრით არის უზრუნვეყოფილი. ამიტომ მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რეალურად რამდენი დაუჯდება ესა თუ ის პროდუქტი, რომლის შესაძენადაც სესხს იღებს. ბურდულმა ასევე თქვა, რომ მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს საპროცენტო განაკვეთსა და სესხის მოქმედების ვადას. „სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქონლის საექსპლუატაციო ვადას“, - განმარტავს ბანკირი. სამომხმარებლო სესხის საშუალებით საჭიროა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების დაფინანსება და არა, მაგალითად, ტანსაცმლისა, თქვა ბურდულმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2794.html
| |||
Posted by Drakula | 11 Jul 2011, 20:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.