ეკონომიკა: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე ბათუმის განვითარების ტემპებმა შთაბეჭდილება მოახდინა | Business & Economics | ||
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ზოლტან სომოჯი მიიღო.ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ინვესტორებისათვის აჭარის წარმოდგენა უფრო ხელსაყრელ ჭრილში. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ინვესტორებისათვის აჭარის წარმოდგენა უფრო ხელსაყრელ ჭრილში. „შვიდწლიანი შრომის შედეგებმა და ბათუმის განვითარების ტემპებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ქალაქს თავისი პოტენციალის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბათუმს შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათ შორის, რაც კი მინახავს შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა სტუმარმა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ჯაყელის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების ტენდენციებს და გამოითქვა პრაქტიკული რეკომენდაციები ზოლტან სომოჯის მხრიდან. 2012 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ კონფერენციას მიიღებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2791.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.