პოლიტიკა: ვლადიმერ ჟირინოვსკი: დასავლეთი ბორის ნემცოვისაგან "რუსულ სააკაშვილს" ქმნის | World News | ||
დასავლეთი დაურეგისტრირებელ პარტია "პარნას"-ის თანათავმჯდომარისგან ბორის ნემცოვისაგან "რუსულ სააკაშვილს" ქმნის და მისი და "მისი გუნდი სამუდამოდ უნდა წავიდეს რუსეთიდან, ვინაიდან ისინი ქვეყნის მტრები არიან", დარწმუნებულია რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, იტყობინება "GHN". „ქვეყნიდან ამ ნემცოვის გაგდება და უკან ქვეყანაში არდაშვება“, - განაცხადა ჟირინოვსკიმ, როდესაც პარასკევს გამოდიოდა პალატის პლენარულ სხდომაზე მისი პარტიის ფრაქციიდან „განცხადებების საათის“ ფარგლებში, გადმოსცემს „ინტერფაქსი“. მისი თქმით, ნემცოვის მაგალითზე კარგად ჩანს, ვინაა დღეს რუსეთს მტერი, და ვინ - მეგობარი. „ჩვენ ვხედავთ დღეს, ვინაა ჩვენი მეგობარი ევროკავშირისა და აშშ-ის კონგრესიის რეაქციის მიხედვით ნემცოვის გამგზავრების შეზღუდვის მცდელობაზე“, - თქვა ჟირინოვსკიმ. იგი ირწმუნება, რომ დასავლეთი ნემცოვისაგან „რუსული სააკაშვილის“ შექმნას ცდილობს, რომელიც „უკვე, ალბათ, გეგმავს, რომ იგი აქ, პარლამენტში შემოიჭრება, როგორც საქართველოში, და გადატრიალებას მოაწყობს“. მან განაცხადა, რომ ნემცოვი უნდა გააგდონ ქვეყნიდან „მის გუნდთან - ლიმონოვთან, მილოვთან და ა. შ.“ ერთად. „აქ იგი არავის სჭირდება, იგი ვნებს“, - დაამატა ჟირინოვსკი, გადმოსცემს გაზეთ „ვზგლიადი“. ხუთშაბათს სასამართლოს ბოქაულების ფედერალურმა სამსახურმა გამოიტანა გადაწყვეტილება პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის საზღვარგარეთ გამგზავრების შეზღუდვის შესახებ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2790.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.