საზოგადოება: საქართველოში შობადობა 25%-ით გაიზარდა | Georgian News | ||
2005 წელთან შედარებით საქართველოში შობადობა 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია რეპროდუქტიული ჯანმრთელობის მესამე გამოკვლევაში. აღნიშნული გამოკვლევის პრეზენტაცია დღეს, 8 ივლისს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. გამოკვლევის შესაბამისად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აბორტების მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა. „გამოკვლევის შედეგები ძალიან გვახარებს. აბორტების რიცხვი შემცირდა. ეს მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ფიქსირდება, რომ შობადობის მაჩვენებელი აბორტების რაოდენობას აჭარბებს“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის ქართული ოფისის ხელმძღვანელი თამარა ხომასურიძე. რეპროდუქტიული გამოკვლევის მესამე რაუნდი 2010 წელს საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტოს (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEFF)ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. გამოკვლევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განახორციელეს. რეპროდუქტიული ჯანმრთელობის გამოკვლევა ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2787.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.