ეკონომიკა: eBay-იმ მობილური გადახდების სერვისის შეძენასთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი გარიგებაგააფორმა | World News | ||
ინტერნეტ-აუქციონი eBay მობილური გადახდების სერვის Zong-ის შეძენის შესახებ შეთანხმდა. გარიგების თანხა დაახლოებით 240 მილიონ დოლარს შეადგენს, იტყობინებიან ხუთშაბათს, 7 ივლისს, აუქციონის საიტზე. eBay გეგმავს გააერთიანოს შეძენილი საგადახდო სერვისის სისტემა PayPal-ის არსებულ ბაზასთან, რომელიც ონლაინ-აუქციონს ეკუთვნის. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Zong-ის შეძენასთან ერთად საყიდლების გადახდას მთელ მსოფლიოში მობილური ტელეფონების 4 მილიარდზე მეტი მფლობელი შეძლებს. „ტელეფონით ჩვენ ისე დავდივართ, თითქოს ჯიბეში სავაჭრო ცენტრი გვაქვს“, - განაცხადა PayPal-ის პრეზიდენტმა სკოტ ტომპსონმა. ამჟამად PayPal-ის მომხმარებელთა რიცხვი 100 მლნ ადამიანად არის შეფასებული. მათგან 8 მილიონი საყიდლებს მობილური ტელეფონების საშუალებით იძენს. კომპანია 2011 წელს მობილური ტრანზაქციების საერთო მოცულობას 3 მლრდ დოლარად აფასებს. Zong-ის მომსახურებები მსოფლიოს 45 ქვეყნის 3 მილიონზე მეტი ადამიანისთვის არის ხელმისწავდომი. 2008 წელს დაფუძნებული კომპანიის საკლიენტო ბაზის მოცულობა არ ზუსტდება. 2010 წელს სააგენტო Lead411-ის ანალიტიკოსებმა Zong კრემნიუმის ხეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა კომპანიად აღიარეს. Zong-ის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება ოფიციალურად 2011 წლის მესამე კვარტალში, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მოწონების შემდეგ დაიხურება. აპრილში eBay-მ, რომელიც აქტიურ ინტერესს ავლენს მობილური ტელეფონების საშუალებით ვაჭრობის ბაზრის მიმართ, გააფორმა მობილური რეკლამის ოპერატორ Where Inc.-ის შეძენის ხელშეკრულება. გარიგების ღირებულება 135 მილიონი დოლარი გახლდათ. მარტის ბოლოს უმსხვილესმა ინტერნეტ-აუქციონმა შეთანხმება დადო ელექტრონული კომერციისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტების მომწოდებლის - GSI Commerce-ის შეძენის შესახებ. გარიგების თანხამ 2.4 მლრდ დოლარი შეადგინა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2786.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.