საზოგადოება: ბრიტანეთში სკანდალის გამო ერთ-ერთი უძველესი გამოცემა დაიხურა | World News | ||
ბრიტანული ტაბლოიდი News Of The World აღარ გამოვა, იტყობინება Sky News. როგორც News Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯეიმს მერდოკმა განაცხადა, გაზეთის ბოლო ნომერი გაყიდვაში კვირას, 10 ივლისს გამოვა. ერთ-ერთი უძველესი გამოცემის დახურვის მიზეზი გახდა სკანდალი ვარსკვლავების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენის გარშემო. ჯეიმს მერდოკის განცხადებაში, რომელიც News Corp.-ის მფლობელის რუპერტ მერდოკის ვაჟია, News Of the World-ის ბოლო ნომრებში სარეკლამო განცხადებები არ იქნება. მათთვის განკუთვნილ ადგილებში მოცემული იქნება შეტყობინებები საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან. ხუთშაბათს, 7 ივლისს, ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა, რომელიც უკანონო მოსმენის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა, მოუწოდა რეკლამის განმთავსებლებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მერდოკის გამოცემისა და განსაკუთრებით News Of The World-სათვის. მასმედიაში უკვე გამოჩნდა შეტყობინებები იმაზე, რომ მერდოკის კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტეს კომპანიებმა Ford, Mitsubishi, Lloyds Banking Group და Virgin Holidays. News Of The World-ის რედაქციამ აღიარა ცნობილი პიროვნებების ტელეფონების უკანონო მოსმენა 2011 წლის გაზაფხულზე. გამოცემის წინააღმდეგ სარჩლები შეიტანეს ბრიტანელმა პრემიერმა დევიდ კამერონმა, მსახიობმა ჯუდ ლოუმ და მსახიობმა სიენა მილერმა. ტაბლოიდი News Of The World1843 წლიდან გამოდიოდა. 2011 წელს ინტერნეტ-სერვის Mondo Times-მა აღიარა გამოცემა ინგლისურენოვან გაზეთად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტირაჟით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2785.html
| |||
Posted by Drakula | 09 Jul 2011, 12:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.