პოლიტიკა: ილია II: „ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ ჩიხიდან, სულ ცოტა, ორი გასასვლელია“ | Georgian News | ||
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიაჩნია, რომ საქართველო და რუსეთი მტრებად ვერ დარჩებიან, ვინაიდან ეს არაბუნებრივია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. „ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ ჩიხიდან, სულ ცოტა, ორი გასასვლელია“, აცხადებს ილია მეორე „მოსკოვის ექოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში და ალექსეი ვენედიქტოვის შეკითხვაზე „სად? მიმანიშნეთ“ პასუხობს: „ერთმანეთთან. მოძრაობა საჭიროა არა ერთმანეთისაგან, არამედ ერთმანეთთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ ერთმანეთთან“. „საქართველო კვლავინდებურად ღრმა პატივისცემით ეპყრობა რუსეთს, თქვენს კულტურას, ისტორიას, ფილოსოფიას. ვფიქრობ, რომ რუსეთსაც, რუსულ ხალხს ახსოვს საქართველო. ამას წინათ რუსული მართმადიდებლური ეკლესიის ერთმა წარმომადგენელმა მითხრა: „ჩვენ არ გვინდა აფხაზეთი“. მადლობა ღმერთს, რომ არაა საჭირო. ნუთუ შეიძლება საქართველოს აფხაზეთზე გაცვლა? და საერთოდ, რისთვისაა საჭირო ამის გაკეთება? ჩვენ რა, არ ვუშვებდით რუსებს აფხაზეთსა ან საქართველოში? ძალიან მტკივა გული. ადამიანები არაერთხელ გამოხატავენ თავიანთ ტკივილს იმაზე, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართული ხალხის სიკეთე ვერ დაინახა, ვერ დაინახა ის პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ქართული ხალხი რუსეთის, მისი კულტურისა და ისტორიის მიმართ გამოხატავს. მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გავიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთის რწმენა და პატივისცემა გვექნება“, - განაცხადა პატრიარქმა. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქს მიაჩნია, რომ ერებს შორის დარღვეულია ნდობა, მაგრამ არა ბოლომდე. მისი აზრით, გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2784.html
| |||
Posted by Drakula | 08 Jul 2011, 09:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 2 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.