aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კრიმინალი: ფოტორეპორტიორები კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვისთვის არიან დაკავებულები Georgian News  Georgian News 
პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გუშინ, 7 ივლისს, ქართველი სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.



„ამ საკმაოდ მგრძნობიარე საქმეზე დეტალურად საუბარი არ შემიძლია, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც უნდა გაირკვეს: საქმე ეხება ჩვენი ინსტიტუციებიდან ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას. აქ საუბარი არაა ჟურნალისტიკაზე ან მედია-საქმიანობაზე.


ხაზგასმული იყო, რომ დაკავებულები არიან ფოტოგრაფები, მაგრამ გუშინ მათთვის არ წაუყენებიათ ბრალდებები მათ მიერ ფოტოგრაფის საქმიანობის შესრულებისთვის. მათ ბრალდებები წაუყენეს კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ მათ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალური ღონისძიებების განრიგი გადასცეს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.


ორი მათგანი სახელმწიფო მსახურები იყვნენ, ერთს კი პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათ, ფოტოგრაფით ყოფნის გარდა, ნებისმიერი სხვა თანამდებობის დაკავება შეეძლოთ და მოცემულ შემთხვევაში საქმეს იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.


ვერ ვიხსენებ საქართველოში ვერც ერთ ჟურნალისტს - ვერც მომხრეს, ვერც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილს, რომლისთვისაც ოდესმე წაეყენებინათ ბრალდება ჯაშუშობაში.


დაკავებულები აბსოლუტურად არ იყვნენ ცნობილები თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებით და აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათ დაკავებას მასმედიის თავისუფლების საკითხთან აიგივებენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გუშინ დაიკავა ზურაბ ქურციკიძე (საქართველოში ევროპული ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ფოტოგრაფი).


მათ ბრალი ედებათ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებებში ერთ-ერთ ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2783.html
Posted by Drakula | 08 Jul 2011, 09:30 | News »
 

"კრიმინალი: ფოტორეპორტიორები კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვისთვის არიან დაკავებულები" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 November 2024
  • English Georgian