ეს საინტერესოა: დიდ ბრიტანეთში უნიკალურ ლატარიას გაათამაშებენ | World News | ||
დიდ ბრიტანეთში ჩაატარებენ ისტორიაში პირველ ლატარიას, რომელშიც მთავარი პრიზის სახით იქნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (ეკგ). ამის შესახებ წერს The Sun. ახალი ლატარია, რომელმაც უკვე მიიღო აზარტული თამაშების კომისიის ლიცენზია, 30 ივლისს დაიწყება. ერთი ლატარიის ბილეთის ფასი 20 ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 32 დოლარი) იქნება. თავიდან გათამაშებები ყოველთვიურად ჩატარდება, შემდეგ ეს პერიოდი შესაძლოა ორ კვირამდე შემცირდეს. გამარჯვებულს შესაძლებლობას მისცემენ, აიყვანოს ბავშვი 25 ათასი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 40.2 ათასი დოლარის) ღირებულების ხელოვნური განაყოფიერების გზით ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო რეპროდუქტიურ კლინიკაში. ლატარიის ორგანიზატორები თავის თავზე იღებენ კლინიკაში მიყვანისა და მანდ ყოფნის ხარჯებს. ამას გარდა, პრიზი მოიცავს უფასო მობილურ ტელეფონს მედპერსონალთან მუდმივი კავშირისთვის. ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ყველა მსურველი, რომელიც სრულწლოვანებას არის მიღწეული, მათ შორის მარტოხელები, ჰომოსექსუალები და მოხუცები. აუცილებლობისას გამარჯვებულს უფასოდ შემოთავაზებენ დონორულ სპერმას, დონორულ კვერცხუჯრედს და ასევე დონორულ ემბრიონს ან დედის შემცვლელს. ყველაზე შესაფერისი ტაქტიკის არჩევა რეპროდუქტოლოგის მონაწილეობისას განხორციელდება. ლატარიიდან შემოსული თანხა მისი ორგანიზატორის - საქველმოქმედო ორგანიზაცია To Hatch-ის (სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „გამოჩეკა“) განკარგულებაში შევა, რომელიც უშვილო წყვილებს ონლაინ-მხარდაჭერას უწევს. ამგვარი ლატარიის ეთიკური მხარე უკვე გახდა დებატების საგანი. ასე, ქრისტიანული ორგანიზაცია Comment on Reproductive Ethics-ის დამფუძნებელმა ჯოზეფინ კუინტავალემ განაცხადა, რომ „ეს ადამიანური გამრავლების თავად ბუნების დისკრედიტაციას ახდენს“. To Hatch-ის დამფუძნებელმა კემილ სტრეჩენმა თავის სასარგებლოდ საბუთის სახით მოიყვანა ის, რომ ლატარიიდან მიღებული შემოსავლები მრავალ უშვილო წყვილს დაეხმარება ეკგ-ის გზით მკურნალობა მიიღოს - ამას წინათ დაფინანსების შეკვეცის გამო მრავალმა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებამ ამ მომსახურების უფასოდ შემოთავაზება შეწყვიტა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2781.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jul 2011, 19:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.