aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გაერო: მსოფლიოში დაახლოებით 600 მლნ ქალი სამსახურში სამართლებრივი დაცვის გარეშე აღმოჩნდა World News  World News 
მსოფლიოში დაახლოებით 600 მლნ მომუშავე ქალი აღმოჩნდა სახიფათო სამუშაო პირობებში სამართლებრივი დაცვის გარეშე. ამის შესახებ ნათქვამია ახალი სააგენტო „გაეროს ქალბატონების“ პირველ მოხსენებაში, წერს გაზეთი The Guardian.



სააგენტოს მონაცემებით, დაახლოებით ამდენივეს ოჯახში ძალადობისაგან ელემენტარული დაცვაც კი არა აქვს, მაშინ, როცა სექსუალური ძალადობა თანამედროვე კონფლიქტების განმასხვავებები თვისება გახდა.


როგორც „გაეროს ქალბატონების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ ბაჩელეტემა თქვა, მოხსენებამ აჩვენა, რომ მრავალ მილიონ ქალს მართლმსაჯულებისადმი წვდომა არა აქვს. „თანასწორობის ფართო გარანტიების მიუხედავად, მრავალი მილიონი ქალისთვის რეალობა იმაშია, რომ მართლმსაჯულება მიუწვდომელია“, - განაცხადა მან.


როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში მილიონი ქალისთვის სამართლიანობის პოვნა სირთულეებს უკავშირდება და ხშირად ძვირი ღირს, კანონები და სამართლებრივი სისტემები ხშირად მათ დისკრიმანაციას ახდენს. მაგალითად, კამბოჯაში გაუპატიურების ბრალდების შემთხვევაში სასამართლო ტესტისთვის საჭიროა თანხის გადახდა, რომელიც ორი კვირის საშუალო ხელფასს უდრის.


მოხსენების 10 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გახლავთ მხარდაჭერის გაწევა იურიდიული ქალთა ორგანიზაციებისათვის. სხვა რეკომენდაციები ითვალისწინებს შემდგომ სამართლებრივ რეფორმებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფისთვის, შრომის თანასწორ ანაზღაურებასა და საკუთრების თანასწორ უფლებებს, ისეთ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სამსახურის განვითარების მხარდაჭერას, როგორიცაა გაუპატიურება, და პოლიციის სამსახურში ქალთა აყვანის გაზრდას.


მოხსენების სხვა რეკომენდაციები გულისხმობს მოსამართლეთა უკეთეს მომზადებას, რათა დადგეს საკითხი იმაზე, რომ ქალის ქცევამ შეიძლება გაუპატიურებას შეუწყოს ხელი, ასევე კვოტების საშუალებით კანონმდებელ ქალთა რიცხვის ზრდას. 28 ქვეყნიდან, რომლებსაც პარლამენტში 30%-ზე მეტი ქალი ჰყავთ, 23-მა კვოტები გამოიყენა.საერთაშორისო ორგანიზაცია VSO-მ მოხსენებას უწოდა „საგანგაშო ზარი“ მსოფლიო ლიდერებისათვის, რომლებიც ქალებისთვის თანასწორუფლებიანობას არ უზრუნველყოფენ.


„მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ხარვეზი კანონმდებლობაში, რომლებიც ქალებს სათანადო დაცვის გარეშე ტოვებენ“, - თქვა კეტი პიჩმა, VSO-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო კავშირების ხელმძღვანელმა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2779.html
Posted by Drakula | 07 Jul 2011, 19:30 | News »
 

"საზოგადოება: გაერო: მსოფლიოში დაახლოებით 600 მლნ ქალი სამსახურში სამართლებრივი დაცვის გარეშე აღმოჩნდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian