ეკონომიკა: კალანდაძე: „საქართველოში ტურისტთა რიცხვის ზრდა ინფლაციის მაჩვენებლით დასტურდება" | Business & Economics | ||
ეკონომიკის საკითხების ექსპერტს ლევან კალანდაძეს ეჭვი არ ეპარება საქართველოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვის სინამდვილეში, რომელიც ხელისუფლებებმა დაასახელეს (1 108 914). როგორც ექსპერტმა „მედიანიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვის ზრდას ადასტურებს. „ამ ინფორმაციის სინამდვილეში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი მაქვს. სრულიად დასაშვებად მიმაჩნია პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ დასახელებული ციფრების რეალობა. ამის ერთ-ერთი დასტურია ტურისტთა დიდი რიცხვის გავლენა ქვეყანაში ინფლაციური პროცესების გაღრმავებაზე. ტურისტთა რიცხვის ზრდა უშუალოდ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, საქართველოში კი ამ მაჩვენებლით გახარება არ გვიწევს. შეგახსენებთ, რომ წინა თვის მონაცემებით, ინფლაცია 14 პროცენტზე მეტს შეადგენდა. ანუ ტურისტთა გავლება ინფლაციური პროცესების გაღრმავებზე ნამდვილად ფიქსირდება. გამომდინარე აქედან, როგორც ხედავთ, საქართველოში ტურისტთა რიცხვის ზრდის მიმართ გარკვეული ლოგიკა არსებობს“, - განაცხადა კალანდაძემ. „საქართველოში საქმიანი მიზნებით ჩამოსული ყველა არარეზიდენტი პირი ტურისტად მიიჩნევა. გასაგებია, რომ ეს ადამიანები საქართველოში ფულს ხარჯავენ, იქნება ეს სასტუმროს, კვების ან გადაადგილების ხარჯები, შესაბამისად, ისინი ტურისტები არიან“, - განაცხადა მან. ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 2011 წლის გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს 1 108 914 მოგზაური ტურისტი ესტუმრა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 45 პროცენტით აღემატება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2778.html
| |||
Posted by Drakula | 07 Jul 2011, 10:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.