ეს საინტერესოა: ჰაკერულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთს შორის ბრძოლა დაიწყეს | World News | ||
როგორც The New York Timesიტყობინება, ორმა ჰაკერულმა ჯგუფმა - A-Team დაLulz Security- ერთმანეთს შორის ომი გაჩაღეს. კერძოდ, ჯგუფ A-Team-ის წევრებმა ქსელში Lulz Security-ის პირადი მონაცემები განათავსეს. ასე, ინტერნეტში არა მხოლოდ ჰაკერთა ტელეფონები და მისამართები მოხვდა, არამედ მათი სახელები, ნიქნეიმები, ასევე მონაცემები მათი ოჯახების წევრებზე. როგორც სააგენტო UPI იტყობინება, დაჯგუფება LulzSec-ის ზოგიერთი წევრი შვედეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, ასევე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფი A-Teamდაინტერესდა LulzSec-ით ინტერნეტ-ბლოგ Gawker-ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ (2010 წლის დეკემბერი), თავისი საქმიანობის დაწყებიდან 50 დღეში კი, 25 ივნისს, LulzSec-მა თავისი დაშლის შესახებ განაცხადა. მისი წევრები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას სხვა გუნდებში დაპირდნენ, კერძოდ, Anonymous-ში, რომელმაც სახელი გაითქვა ისეთ რესურსებზე თავდასხმებით, როგორებიცაა PBS, Sony, Fox, Nintendo, აშშ-ის სენატი, არიზონას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, ასევე ორგანიზაცია InfraGard-ის (გფბ-ის პარტნიორი) რესურსებზე. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2776.html
| |||
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.