საზოგადოება: ხუხიაშვილი: პარლამენტმა საპატრიარქოს ბერკეტი წაართვა | Georgian News | ||
პარლამენტმა საპატრიაქოს ბერკეტი წაართვა, რომლის მეშვებითაც სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ძეგლების გადმოცემას მოითხოვდა. ამგვარად შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი , რომელიც რელიგიური გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აცხადებს. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონის სწრაფ რეჟიმში მიღება, საეჭვოდ დაემთხვა სომხეთის გააქტიურებას როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკურ პლანზე. ექსპერტის განცხადებით, კანონი რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიული პირად გამოცხადების თაობაზე პარიტეტის პრინციპს უნდა დაეფუძნოს, რაც ამ შემთხვევაში დაღვეული იქნა. "შესაძლებელია არავინ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოში არსებულ რელოგიურ გაერთიანებებს იურიდიული სტატუსი ჰქონდეს, მაგრამ ბალანსი გათვალისწინებული უნდა იქნას. როდესაც რაიმეს გაკეთებას აპირებენ, სანაცვლოდ არაფერს გვთავაზობენ, ეს უსამართლობაა. ამას ხელის გადაგრეხვის პრინციპი ეწოდება"–აღნიშნა ხუხაშვილმა. ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ იგი არაა იმის წინააღმდეგი, რომ საქართველოში სომხური რელიგიური გაერთიანებები და ძეგლები არსებობდეს, მაგრამ ისინი გადაეცა უკვე აღნიშნულ ქვეყნას, იგივე უნდა იქნას მოთხოვნილი ამ ქვეყნიდან. "შესაძლებელია,რომ სომხეთში არსებობდეს ქართული მართმადიდებლური ძეგლები? პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა, ქართულ საპატრიარქოს წაართვა მათი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება"–აღნიშნა ექსპეტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2774.html
| |||
Posted by consul | 06 Jul 2011, 22:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.